თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ ჯერეთ ჩჩჳლ იყო ანანია მადლთა ჰასაკისაგან, რამეთუ ფილიპე ანგელოზისაჲ ირწმუნა წარსლვად გზასა, ხოლო ამას თჳთ უფლისაცა ჩუენებაჲ ძილსა შინა ვერ კმა-ეყო შეუორგულებელად ქმნად ბრძანებისა, რომელმან-იგი უმეტესისა გულსავსებისთჳს პავლეს მლოცველობაჲ და ჩუენებით ხილვაჲცა მის მიერ განკურნებისაჲ აუწყა. გარნა ანანია ესოდენ ძრწოდა და იმალვოდა, რომელ წინაჲთვე გამოეკითხა, რაჲ-იგი ქმნა სავლე იერუსალემს, და ვითარ განჩინებაჲ მიეღო მუნცა შეკრვისაჲ და ტანჯვად წარყვანებისა მორწმუნეთაჲსა იერუსალემს.
12. და იხილა მან ჩუენებით კაცი სახელით ანანია, რომელი შევიდა და დაასხნა ჴელნი მას ზედა, რაჲთა აღიხილნეს.13. მიუგო ანანია და ჰრქუა: უფალო, მასმიეს მრავალთაგან მის კაცისათჳს, რაოდენი ძჳრი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალჱმს შინა,14. და აქაცა მოუღებიეს ჴელმწიფებაჲ მღდელთ მოძღუართაგან შეკრვად ყოველთა, რომელნი ხადიან სახელსა შენსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9