თარგმანი: ამისთჳს არა იერუსალემს, არცა დამასკოს, არამედ გზასა ზედა ეჩუენა ბრწყინვალებაჲ იგი, რაჲთა არა სხუამან სხუებრ თქუმითა საეჭუელ ყონ სასწაული იგი, არამედ თჳთ კმა იყოს მთხრობელად და უტყუელად მომთხრობელად აღრიპპაჲსსა, რაჲ-იგი მას გზასა ზედა შეემთხჳა.
2. და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და, თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ.3. და მი-ოდენ რაჲ-ვიდოდა იგი და მიეახლნეს დამასკესა, მეყსეულად იყო გარემოჲს მისსა ბრწყინვალებაჲ ნათლისაჲ ზეცით გარდამო.4. და იგი დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9