თარგმანი: ამისთჳს არა იერუსალემს, არცა დამასკოს, არამედ გზასა ზედა ეჩუენა ბრწყინვალებაჲ იგი, რაჲთა არა სხუამან სხუებრ თქუმითა საეჭუელ ყონ სასწაული იგი, არამედ თჳთ კმა იყოს მთხრობელად და უტყუელად მომთხრობელად აღრიპპაჲსსა, რაჲ-იგი მას გზასა ზედა შეემთხჳა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:4
3. და მი-ოდენ რაჲ-ვიდოდა იგი და მიეახლნეს დამასკესა, მეყსეულად იყო გარემოჲს მისსა ბრწყინვალებაჲ ნათლისაჲ ზეცით გარდამო.4. და იგი დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ.5. მან მიუგო და ჰრქუა: შენ ვინ ხარ, უფალო? ჰრქუა მას: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9