მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:37

36. ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა ტაბითა, რომელი გამოითარგმანების ქურციკ. ესე სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა.37. და იყო მათ დღეთა შინა დასნეულებაჲ მისი და სიკუდილი. ხოლო დაბანეს იგი და დადვეს ქორსა მას შინა.38. რამეთუ ახს ლუდიაჲ იოპესა, ესმა მოწაფეთა, ვითარმედ პეტრე მუნ არს, და მიავლინნეს მისა ორნი კაცნი და ჰლოცვიდეს, ვითარმედ: ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9
37. და იყო მათ დღეთა შინა დასნეულებაჲ მისი და სიკუდილი. ხოლო დაბანეს იგი და დადვეს ქორსა მას შინა.
თავი ი̂დ. განკურნებისათჳს ენეაჲსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ტაბითაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და იყო მათ დღეთა შინა დასნეულებაჲ მისი და სიკუდილი, ხოლო დაბანეს იგი და დადვეს ქორსა მას შინა, რამეთუ ახს ლუდიაჲ იოპესა. ესმა მოწაფეთა, ვითარმედ პეტრე მუნ არს. და მიავლინნეს მისსა ორნი კაცნი და ჰრქუეს, ვითარმედ: ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე (9,37-38).:

თარგმანი: ვერ მკადრე იქმნნეს პირველ ტაბითაჲს სიკუდილისა მიწოდებად პეტრესსა, რაჲთა განკურნოს იგი სნებისაგან, რამეთუ ეშინოდა დახრწევად სახარებისა მისისა, ხოლო რაჟამს დამძიმდა განსაცდელი იგი, შემდგომად სიკუდილისა და განბანისა არა დაჰფლეს, არამედ დადვეს ქორსა შინა, რამეთუ ასმიოდა მახლობელ ყოფაჲ პეტრესი. და მიავლინნეს მისსა სასოებითა მტკიცითა, რაჲთა მივიდეს მათდა, ვითარცა შემძლებელი აღდგინებად მისსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის