მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:36

35. და იხილეს იგი ყოველთა მკჳდრთა ლუდიისათა და სარონოსათა, რომელთა-იგი მოაქციეს უფლისა.36. ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა ტაბითა, რომელი გამოითარგმანების ქურციკ. ესე სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა.37. და იყო მათ დღეთა შინა დასნეულებაჲ მისი და სიკუდილი. ხოლო დაბანეს იგი და დადვეს ქორსა მას შინა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9
36. ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა ტაბითა, რომელი გამოითარგმანების ქურციკ. ესე სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა.
თავი ი̂დ. განკურნებისათჳს ენეაჲსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ტაბითაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა ტაბითა, რომელი გამოითარგმანების ქურციკ. ესე სავსე იყო ქველის-საქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა (9,36).:

თარგმანი: იოპე არს ქალაქი ფინიკიისა და პალესტინისაჲ, რამეთუ პალესტინესაცა ფინიკია უწოდიან. ხოლო ეწოდა მას იოპე მოსახელედ იოპპისა, რომელი იყო ასული ეულოჲსი და ცოლი კიფეოჲსი, რომელმან პირველად აღაშენა იოპე და მეფობდა მას შინა. ამას იოპესა შინა იყო დედაკაცი დამოწაფებული. ცხად არს, ვითარმედ დედათამდეცა მიიწია სახელი მოციქულთა მოწფობისაჲ, რომელნი ოდენ იყვნიან საღმრთოდ მოსწრაფე და ღირს, ვითარ-ესე აწ ტაბითას მოსწრაფებისათჳს მისისა ეწოდა ქურციკ, რამეთუ, ვითარ-იგი ქურციკი ნადირთა შორის, ეგრეთვე ესე კაცთა შორის უმახჳლეს რბიოდა გზასა ღმრთისმსახურებისასა, აღსავსედ მოწყა-ლებითა და ყოვლითავე საქმითა სათნოებისაჲთა.

საუბარი 55. „და ჰრქუა ლაბან იაკობს" (დაბ 29:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. მოწყალების ძალა სიკვდილზე:

...ლო, არამედ თვით გამოცდილებიდან შეიტყვე, თუ როგორ სძლია მოწყალების ძალამ სიკვდილის ძალსაც. იყო ერთი ქალი — ტაბითა, სახელი, რომელიც თარგმანით ნიშნავს „ქურციკს"; ის ყოველდღე მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ მოწყალებას გასცემდა, და ამით სიმდიდრეს იკრებდა; წერილის თანახმად, ქვრივებს მოსავდა, სხვა ყოველგვარ დახმარებასაც უწევდა (). მოხდა ისე, რომ ავად გახდა და მოკვდა. ახლა ნახე, საყვარელო, როგორ მიაგეს მის მიერ შეწყალებულებმა და შემოსილებმა თავიანთ კეთილმყოფელს: მოციქულს მიუდგნენ, წერილის თანახმად, თვით სამოსელსა და ყოველივეს უჩვენებდნენ, რასაც ქურციკი ცოცხალი რომ იყო, მათთვის აკეთებდა; თავიანთ მკვებავს უკან მოუხმობდნენ ცრემლით და ამით მოციქულს თანალმობისკენ ხრიდნენ. რა მოიმოქმედა ნეტარმა პეტრემ? „მოიდრიკნა მუჴლნი, — ნათქვამია, — და ილოცა. და მოექცა გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ. და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი და, იხილა რაჲ პეტრე, წარმოჯდა. ხოლო მან მისცა მას ჴელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი" (საქმ 9:40–41). ხედავ მოციქულის ძალას, უფრო კი — მასში მოქმედი უფლის ძალას? ხედავ, ამ ცხოვრებაშიც რა მოსაგებელი იყო ქვრივებისთვის გაწეული კეთილმოქმედებისათვის? და კი რა გაუკეთა მან ქვრივებს იმდენად, რა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პე: ვითარმედ არა ჯერ-არს მრავალსასყიდლისა სახუეველითა დაფლვაჲ მკუდართაჲ, არამედ მოწყალებისა ქმნაჲ მათთჳს:

...დგომად სიკუდილისა რად შეჰმოსთ სამოსელთა მრავალსასყიდლისათა და ოქროსა და ვეცხლსა?

დავსცხრეთ ამის ამაოებისაგან და შევხჳოთ ჯერისაებრ წარსრული და ვყოთ მათთჳს მოწყალებაჲ, წარვავლინოთ მათ თანა თანამავალი კეთილი, რამეთუ ესე არს, რომელი იჴსნის სულსა ტანჯვისაგან. ამან მკუდარნიცა აღადგინნა, ვითარცა-იგი ტაბითა, ესევითარნი სახუეველნი კეთილ არიან. უკუეთუ ესრეთ დავიმარხნეთ, კეთილად და ბრწყინვალედ ვიყვნეთ ჟამსა მას აღდგომისასა, ხოლო უკუეთუ ჴორცნი შევამკვნეთ და სული არა ვიღუაწოთ, მრავალი ბოროტი მაშინ მოიწიოს ჩუენ ზედა და ფრიადი უშუერებაჲ, რამეთუ არამცირედი ბოროტი არს, რაჟამს სული შიშუელ იყოს სათნოებათაგან. იგი შევამკოთ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა. და უკუეთუ აქა უდებ ვიქმნნეთ, ჟამსა აღსასრულისასა ვისწრაფოთ ქმნად მოწყალებისა, რაჲთა ესრეთ ვპოვოთ კადნიერებაჲ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა