1. რომელი შეეხოს ფისსა, შეიგოზნენ ჴელნი მისნი, და რომელი შეეყოს ამპარტავანსა, მიემსგავსოს მას.2. უმძიმჱსსა მას შენსა ნურას აღღებ და უმდიდრჱსსა მას შენსა და უძლიერჱსსა ნუ ეზიარები. რაჲმემცა ესწორა ქოთანი სიავსა? იგიცა ეკუეთის და იგიცა შეიმუსრის მისგან.3. მდიდარი ავნებნ და იგიცა უთქუამნ, ხოლო გლახაკი იგი ვნებულ არნ მდიდრისა მისგან და იგივე ევედრებინ მას.4. უკუეთუ საჴმარ რაჲმე ეყო მას, შეგრაცხოს შენ.5. გაქუნდეს თუ რაჲმე, ცხორების ზიარ-გეყოს შენ. უკუეთუ დააკლო, დაგიტეოს შენ. რაჟამს უწყოდის, ვითარმედ აწ დავაცუდე იგი, მაშინღა განგეშოროს შენ და მას არაჲ შჭირდეს.6. უნდა და შეგიცთუნა შენ, გეცინოდის შენ და ნუგეშინის-გცემდეს და გეტყოდის შენ კეთილად და გრქუას: რაჲ გინებს?7. გაცთუნებდეს შენ და გარცხუენდეს ჭამადითა მისითა, ვიდრე არა წარმოგასრულოს შენ ორგზის, გინათუ სამგზის. უკუანაჲსკნელ გეკიცხევდეს შენ. ხოლო მერმჱ გიხილოს შენ, მაშინ დაგაგდოს შენ და თავსა მისსა ყრიდის შენ ზედა.8. ეკრძალე, ნუ შესცთები მას, რაჲთა არა დაჰმედგრდე უგუნურებითა შენითა.9. რაჟამს გიწოდდეს ძლიერი იგი, მი-რე-ღა-ჰრიდე მას. რავდენვე გხადოდის შენ, უფროჲს განეშორე მას.10. და ნუ თავით შენით შეჰვარდები, რაჲთა არა განგიშოროს შენ. და ნუცა შორად განდგები, რაჲთა არა დაგივიწყოს შენ.11. ნუ გრწამნ მრავალი იგი თქუმული მისი, რამეთუ მრავალთა მით სიტყჳთა მისითა განგცადოს შენ და სიცილით გეტყოდის შენ და გამოგკითხვიდეს შენ.12. უწყალო არს, რომელმან არა დაიცვნეს სიტყუანი მეგობრისანი და არა ჰრიდოს ჭირთა მათ კრულებისა მისისათა.13. მტკიცჱ იყავ და ეკრძალე ფრიად, რამეთუ დაცემასა მას შენსა განხუალ.15. ყოველსა პირუტყუსა უყუარნ მსგავსი თჳსი და ყოველსავე კაცსა უყუარნ სწორი თჳსი.16. ყოველივე ჴორციელი თესლად-თესლად შეკრბის და კაცი თჳსსავე მსგავსსა შეეყვის.17. რაჲმე ზიარებაჲ არს მგლისაჲ და კრავისაჲ? ეგრეცა ცოდვილისაჲ ღმრთისმსახურისა თანა.18. რაჲ მშჳდობაჲ არს აფთრისაჲ ძაღლისა თანა? ეგრეცა რაჲ მშჳდობაჲ არს მდიდართაჲ გლახაკთა თანა?19. ნადირი ლომთაჲ არს კანჯარი უდაბნოს, ეგრეცა შესაჭმელ არიან მდიდართა გლახაკნი.20. სძაგნ ამპარტავანსა მდაბალი იგი, ეგრეცა სძაგნ მდიდარსა გლახაკი იგი.21. მდიდარი რაჟამს აღიძრის, დაემტკიცის იგი. გლახაკი რაჟამს აღიძრის, მიმოდასაგდებელ იქმნის იგი მეცნიერთა მისთაგან.22. მდიდარი ოდეს სცთის, მრავალნი შეეწევიედ მას; უწესოსაღა თუ იტყჳნ, გან-ვე-ამართლიან იგი; გლახაკი ოდეს შესცთის, ყოველთავე რისხვით განკაფიან იგი. გონიერებასაღა თუ რასმე იტყჳნ, არავე აუფლიან მას სიტყუად.23. მდიდარი იგი იტყჳნ და ყოველნივე დადუმნიან და სიტყუაჲ მისი აღამაღლიან ღრუბლადმდე. გლახაკი იგი იტყჳნ და ყოველთა განკიცხიან; უკუეთუ შესცთის, და-ხოლო-ამჴჳან იგი.24. კეთილ არს სიმდიდრე თჳსითა ძალითა და ბოროტ არს გლახაკებაჲ პირსა წინაშე უღმრთოთასა.25. გულმან კაცისამან უქციის ფერი კაცისაჲ პირისა გინათუ კეთილისა მიმართ, გინათუ ბოროტისა.26. კუალი არს გულისა კეთილისაჲ პირი მხიარული და გამოცხადებაჲ იგავთაჲ არს ზრახვაჲ შრომითი.