1. თავ-უყავ მკურნალსა საჴმარებისა მისისათჳს, რამეთუ იგიცა უფალმანვე დაჰბადა.2. რამეთუ კურნებაჲ მაღლისა მიერ არს და მეფეთაგან მიიღის მან ნიჭი.3. სიჴელოვნემან მკურნალისამან აღუმაღლის სახელი და წინაშე მდიდართასა იდიდის.4. რამეთუ ღმერთმან დაჰბადა წამალი ქუეყანისაგან კურნებისაჲ და კაცსა გონიერსა არა ეწყინებინ იგი.5. ძელისა მისგან რაჲ დაემტკიცნეს წყალნი, რაჲთა საცნაურ იყოს ძლიერებაჲ მისი,6. და თავადმან კაცთა მისცა მეცნიერებაჲ, რაჲთა იდიდოს საკჳრველებითა თჳსითა.7. და მით განკურნა და მოსპო სალმობაჲ. საცხებელი მგბოლველთაჲ მათ ამითვე შეიზავნიან საცხებელნი მათნი,8. და ამათსა გარეშჱ ვერღარა ესრულის საქმჱ იგი და მშჳდობაჲ მის მიერ არს ქუეყანასა ზედა.9. შვილო ჩემო, სნეულებასა შენსა ნუ უგულებელს-ჰყოფ, არამედ ევედრებოდე უფალსა და მან განგკურნოს შენ.10. განიშორე შენგან შეცოდებაჲ და განგემარჯოს ჴელთა შენთა და ყოვლისაგან შეცოდებისა განიწმიდე თავი შენი.11. მიეც სულნელებაჲ საკუმეველისაჲ და სამინდოჲ საჴსრად შენდა, განაპოხე მსხუერპლი შენი სულნელად.12. და მკურნალსაცა ეც ადგილ, რამეთუ იგიცა ღმერთმანვე შექმნა. და ნუ განგეშორებინ შენ იგი, რამეთუ საჴმარ არს იგი შენდა.13. და იყოს ჟამი, ოდეს ჴელითა მისითა განგემარჯოს,14. რამეთუ იგიცა უფალსა ევედრებიედ, რაჲთა წარემართოს მათ განსუენებაჲ და მკურნალებაჲ ცხორებისა მათისაჲ.15. რომელმან შესცოდოს შემოქმედსა თჳსსა, იგი შევარდეს ჴელთა მკურნალისათა.16. შვილო, მკუდარსა ზედა დამოადინენ ცრემლნი და ვითარცა ფრიად ტკივნეულმან ისწრაფე გოდებად და შემსგავსებულად ბრძანებულისა მის შემოსენ ჴორცნი მისნი და ნუ შეურაცხ-ჰყოფ დასამარხველსა მას მისსა.17. განიცხრვე ტირილდ და განამრავლე ტყებაჲ და გლოვა-ყავ, რავდენცა გიღირდეს მისა, ერთ დღე ანუ ორ დღე გმობისათჳს და მუნქუესვე ნუგეშინის-ეც გულსა შენსა,18. რამეთუ ჭუვილსა გამოვალს სიკუდილი და გული სიტყუამან გულისამან შეღრიკის ძალისაგან.19. მეყსეულად მოსრვაჲ და ზრუნვაჲ და ცხორებაჲ იგი უპოვარებისაჲ შთაუწთვის გულსა.20. ნუ მისცემ ზრუნვასა თავსა შენსა, არამედ განეშორე მას. მოიჴსენე უკუანაჲსკნელი.21. და ნუ დაივიწყებ, რამეთუ არა არს შეცთომა, მასცა არაჲ არგო და თავიცა შენი განიბოროტო.22. მოიჴსენენ ბრძანებანი იგი მისნი, რამეთუ შენდაცა ეგრე ყოფად არს, ჩემდა გუშინ და შენდა დღეს.23. შესუენებასა მკუდრისასა აღესრულის საჴსენებელი მისი და ნუგეშინისმცემელ ეყავ აღმოსლვასა სულთა მისთასა.24. სიბრძნჱ მწიგნობრებისაჲ თავისუფლებასა ცალიერებისასა არს და გონებანაკლულევანი ამით ვერვე განბრძნდის.25. რაჲთამე განბრძნდეს კაცი, რომელსა ეპყრას ერქუანი და იქადოდის დეზისა ცემასა ჴართა ზახებითა და მისვე საქმისა მიმართ აღმსთობითა. და ზრახვაჲ მისი არნ ნაშობთა მიმართ კუროთასა.26. და გული მისი შერეულ არნ განმარტებად ურნატთა და უძილებაჲ იგი მისი არნ კუებვასა სამწყსოთასა.27. ეგრეცა ხუროჲ, ხუროთმოძღუარი, რომელნი-იგი ღამჱ, ვითარცა დღისი, იქცევიან. და რომელი გამოსწერნ და გამოჰქანდაკებნ წერილთა მათ ბეჭდისთუალებისა ხატად და უძილებათა მათთა განწვალეს პირად-პირადი იგი ქმნულებაჲ. გული მისცის მსგავსებასა გამოწერისასა და უძილებამან მათმან აღასრულის საქმჱ.28. ეგრეცა მჭედელმან მახლობელად ბრძმედთა და განიცდინ შანთთა რკინისათა. მწუარი ცეცხლისაჲ დაუდნობნ ჴორცთა მისთა და სიცხესა მას ალისასა ჰბრძავნ. ჴმაჲ კუერისაჲ დაუყოფნ ყურთა მისთა და მსგავსებასა მას საქმეთა მისთასა არიედ თუალნი მისნი. გული მისი მისცის აღსრულებასა საქმისასა და უძილებაჲ მისი განაშუენებნ საქმესა მას.29. ეგრეცა მეკეცჱ ზინ საქმესა ზედა თჳსსა და ფერჴითა თჳსითა იქცევნ მორგუთა. რომელი-იგი ზრუნვით მას ზედა-ადგს საქმესა მას თჳსსა, შერაცხილ არიან ყოველნივე იგი საქმენი მისნი.30. მკლავითა თჳსითა გამოასხის თიჴაჲ იგი და წინაშე ფერჴთა მისთა შედრიკის ძალი მისი. გული მისი მისცის სრულიად გლორწნასა და უძილებაჲ იგი მისი გამოდნობასა და გამოწმედასა საჴუმილისასა.31. ყოველნივე ესე ჴელთა მათთა ესვიდეს და კაცად-კაცადი საქმითა თჳსითა განბრძნდის.32. და მათ თჳნიერ ვერ იშჱნის ქალაქი და არცა დაეშჱნნენ და იმოთხვიდენ მათ შინა.33. ხოლო ზრახვასა მას ერისასა არა იძინენ და კრებული იგი მათ ზედა გარდაჰჴდეს. საყდართა მათ მსაჯულთასა არა დასხდენ და შჯული იგი საშჯელისაჲ ვერ გულისხმა-ყონ,34. და ვერცა გამოაცხადონ სწავლულებაჲ და სამართალი და იგავსა შინა არა იპოვნენ. არამედ საქმენი იგი კეთილნი დაამტკიცნენ და ლოცვაჲ მათი არნ საქმესა მას თჳსსა ჴელოვნებისასა.