1. ძლიერი იგი და მბრძოლი ისუ, ძჱ ნავესი, შემდგომად მოსესა წინაწარმეტყუელებათა მათ, რომელი-იგი იქმნა მსგავსად სახელისა მისისა დიდი ჴსნითა, რჩეული სიმჴნითა მით ძიებად შურისა აღდგომილისა ერისა მის, რაჲთა დაუმკჳდროს ისრაელსა.2. ვითარცა, იგი იდიდა მიყოფად ჴელთა მისთა ზედა ქალაქებთა მათ.3. ვინ არს, რომელი წინააღუდგა სადა მისებრ, რამეთუ იგი დაჰმწყსიდა ყოველსავე მას მბრძოლსა უფლისასა.4. ჴელითა რაჲმე მისითა კუალად-იქცა მზჱ და ერთი იგი დღჱ ორის წილ შეიქმნა.5. ჰხადა მან ღმერთსა მაღალსა და ძლიერსა ჟამსა მას, ვითარცა აჭირვებდა და მოჰსრვიდა იგი გარემოჲს მტერთა მათ მისთა. ისმინის მისი ღმერთმან ლოდითა მით სეტყუაგანრეულითა ძლიერებითა მით ძლიერისა მის6. დაცემად ზედა ნათესავსა მას მტერთასა, დაბადებასა მას მისსა შეჰმუსრვიდა ნათესავთა მათ მჴდომთასა, რაჲთა გულისხმა-ყონ წარმართთა შემუსრვაჲ იგი თავისა თჳსისაჲ, რამეთუ პირსა წინაშე უფლისასა იყო ბრძოლაჲ იგი მათი.7. რამეთუ შე-ხოლო-უდგა ყოვლად ძლიერი ღმერთი, რომელმან დღეთა მათცა მოსჱსთა ყო წყალობაჲ მან თავადმან და ქალებ, ძემან იჱფონესმან, წარდგომასა მას პირისა შემთხუევასა და დაყენებასა მას ერისა მის ცოდვათა მათთაგან განმზადებულთა შემოკრებად ზრუნვისა მისთჳს დრტჳნვისაჲსა უკეთურებისა მათისაჲთა.8. და იგინი ორნი განერნეს ეგოდენისა მისგან ერისა მიყვანებად მათა ქუეყანასა მას სამკჳდრებელსა აღთქუმისასა, რომელსა-იგი გამოსდიოდა სძჱ და თაფლი.9. და მისცა უფალმან ძალი ქალებს და დაადგრა მის თანა მიმჴცოვანებადმდე შესლვად და აღწევნად მისა სიმაღლესა ქუეყანისასა. და ნათესავმან მათმან დაიპყრას სამკჳდრებელი იგი.10. რაჲთა იხილონ ყოველთა ძეთა ისრაელისათა, ვითარმედ უმჯობჱს არს კუალსა უფლისასა შედგომაჲ.11. და მსაჯულთა მათ უწყოდიან, რამეთუ შჯობს მისლვად კუალსა სახელისა მისისასა, რომელთანი-იგი ისიძვიდეს გულნი მათნი, რომელნი არა უკუნ-იქცეს უფლისაგან, იყოს საჴსენებელი მისი კურთხეულ.12. და ძუალნი იგი მათნი ყუაოდიან ადგილობნით მათით და სახელნი მათნი განახლდენ ზედა დიდებულებასა მას ნაშობთა ნათესავისა მათისათა.13. შეყუარებული უფლისა მიერ სამოელ წინაწარმეტყუელი უფლისაჲ, რომელი სცხებდა მეფეთა მათ და მთავართა და დაადგინებდა ერსა მას ზედა.14. შჯულითა მით უფლისაჲთა შჯიდა ერსა მას და გამოძიება-ყო უფალმან იაკობის ზედა.15. სარწმუნოებითა მისითა განაჭეშმარიტნა წინაწარმეტყუელნი და სიტყჳთა მით მისითა განაჭეშმარიტნა სარწმუნოებაჲ ჩუენებათაჲ მათ.16. ჰხადოდა უფალსა ყოველთა დღეთა და ყოველსა ჟამსა ჭირისაგან მტერთა მისთაჲსა მსხუერპლითა მით საკუერთხისაჲთა კრავისა მის მწურისაჲთა.17. დაიქუხნა უფალმან ცით გარდამო, დიდებულითა მით ჴმითა საშინელითა ასმინა ჴმაჲ იგი მისი.18. და შემუსრა ერისთავები იგი ტჳრჱსაჲ და ყოველნი იგი მთავარნი ფილისტიმისანი.19. და წინაჲსწარ შესუენებისასა მას აღსასრულსა ჟამთა მისთასა წამებაჲ დადვა მან წინაშე უფლისა და ცხებულისა ფასისათჳს თქუა: მი-ჴამლადმდე არარაჲ მოვიღე ყოვლისაგან ჴორციელისა და არავინ უდრტჳნვიდა მას ყოველი ჴორციელი.20. და შესუენებისა მის შემდგომად თჳსა წინაწარმეტყუელებდა და აუწყა მან მეფესა მას აღსასრული იგი მისი და აღიმაღლა მან ქუეყანით ჴმაჲ თჳსი წინაწარმეტყუელებით აღჴოცად უსჯულოებათა ერისაგან თჳსისა.