1. კაცი იგი წყალობისაჲ, რომელი ჰპოებდა მადლსა წინაშე ყოველთა ჴორციელთა, საყუარელი ღმრთისაჲ და ყოველთა ჴორციელთაჲ, მოსე, რომლისა საჴსენებელი კურთხევათაჲ თანა არს.2. ამსგავსა იგი დიდებათა მათ დიდებისა მისისათა.3. სიტყჳთა მით მისითა და სასწაულებითა და საკჳრველებითა მით განამრავლა იგი და დიდებულ-ყო იგი წინაშე მეფეთა მათ. მისცნა მცნებანი იგი ერსა თჳსსა და უჩუენა მათ დიდებაჲ იგი თჳსი.4. სარწმუნოებითა მით მშჳდობისაჲთა და სიმდაბლისაჲთა გამოირჩია იგი ყოვლისაგან ჴორციელისა.5. ასმინნა მათ სიტყუანი თჳსნი და მიიზიდა შინა ღრუბელსა მას მისსა. და მისცნა მათ პირისპირ მცნებანი იგი მისნი, შჯული ცხორებისაჲ სასწაულითა მით სიბრძნისაჲთა სწავლად იაკობისა, შჯული მისი და სამართალნი მისნი ძეთა მათ ისრაელისათა.6. აღმაღლებად აჰრონისა, წმიდისა მის, მსგავსისავე მის მისისა და ძმაჲვე იგი მისი ნათესავისა მისგან ლევიტელთაჲსა.7. განუმტკიცა მას აღთქუმაჲ იგი საუკუნოჲ და მისცა მღდელობაჲ ერისაჲ, სანატრელ-ყო სამკაულითა მისითა და შთააცუა მას კუართი იგი დიდებისაჲ და შეარტყა მას სარტყელი იგი სრულებისაჲ.8. და განაძლიერნა იგინი საჭურველითა მით ძლიერებისაჲთა, ბრჭალად მდენითა მით ქომენჯაკითა და ბეჭთა ნიშებითა.9. შეამკო იგი გარემო მროწლის სახითა მით ეჟუნებითა ოქროჲსაჲთა მრავლითა. შეასხნა მას ჟერაჲ იგი ოქროჲსა მისისაჲ მაღალი და ფერჴისა წარდგმასა მას მისსა სასმენელ იყო ოხრაჲ იგი მისი დიდსა მას ტაძარსა შინა საჴსენებელად ნათესავთა მათ ერისა მისისათა.10. კუართი იგი სიწმიდისაჲ ოქროქსოვილი იაკინთესა შინა ქმნულებაჲ გონებითა გამოჭრელებული ფიცარსა მას ზედა საშჯელისასა შესატყუებელად ჭეშმარიტებისა მის მეწამულისაგან სთულისა საქმითა ჴელოვნებისაჲთა.11. საქმჱ ანთრაკებითა მით პატიოსნებითა, საქმითა მით გამოძერწილებისაჲთა, საქმითა ოქროჲსა ლესულისაჲთა, დიდსასყიდლისაჲთა ქვითა დიდებულითა საჴსენებელად საუკუნოდ წერილითა მით გამოსახულითა მსგავსად რიცხუთა მათ ნათესავთა ისრაელისათა.12. გჳრგჳნითა მით ოქროჲსაჲთა ზედა სამკაულსა მას ოხრისასა მსგავსად ხატისა მის ბეჭდისა წმიდისაჲსა სადიდებელად სიქადულისა საქმითა ძლიერებისაჲთა, ხილვად საკჳრველად ქმნულკეთილობაჲ იგი მისი მის წინაშე.13. არა იყო ესე დასაბამითგან სოფლისაჲთ და არცა შთაიცუა იგი უცხოჲსა ნაშობმან, გარნა შვილთა მათ ხოლო და შვილისშვილთა მარადის.14. საკურთხეველთა მათთა ზედა შეწირონ იგი ყოველთა მათ დღეთა ორგზის ზედაჲსზედა.15. აღივსნა მოსჱ ჴელნი მისნი და სცხო მას საცხებელი იგი სიწმიდისაჲ მას და მისსა ნათესავსა მიდღეთა მათმდე ცისათა მსახურებად მისა მღდელობითა ერთბამად და კურთხევად ერისა მის თჳსისა სახელითა მით წმიდითა მისითა.16. გამორჩევით გამოირჩია იგი ყოვლისა მისგან ცხორებისა შეწირვად მსხუერპლისა მის წინაშე მერთისა მპყრობელისა და საკუმეველითა მით სულნელითა საუკუნოდ სასჴენებელად, მისატევებელად ცოდვათა მათ საზეპუროჲსა მის ერისათა.17. მისცა მას მცნებაჲ სიწმიდისა მისისაჲ, ჴელმწიფებაჲ შჯულისაჲ და განკითხვაჲ სიმართლისაჲ სწავლად იაკობისა წამებათა მისთა და საშჯელსა მას მისსა წოდებად ისრაელსა ზედა.18. აღდგეს მის ზედა უცხოქმნულნი იგი და ეშურებოდეს მას უდაბნოსა ზედა კაცნი, ვითარცა დათან და ვითარცა აბირონ და ვითარცა კრებული იგი ბანაკისა მის კორჱსი გულისწყრომასა მას რისხვისასა.19. იხილა უფალმან და არა უნდა და დაესრულნეს დღენი იგი რისხვითა გულისწყრომისა მისისაჲთა. ყო მათ ზედა სასწაული იგი და საკჳრველი და განკაფნა იგინი ალითა ცეცხლისაჲთა.20. და შესძინა აჰრონ დიდებასა თჳსსა და მისცა მათ სამკჳდრებელი და ნაყოფი პირმშოთაჲ ნაწილ-უყო მას და პირველი იგი ნაყოფი განუმზადა მას სასოებით.21. და მსხუერპლსა მას უფლისასა ჭამდენ, რომელი-იგი მისცა მას და ნათესავსა მას მისსა.22. გარნა ქუეყანაჲ იგი ერისა მისისა თანა არა დაიმკჳდროს და ნაწილი იგი არა იყოს მისი ერსა მას შორის; რამეთუ იგი თავადი არს მისა ნაწილად და სამკჳდრებელად და უფალი თავადი არს შორის ისრაელისა.23. ფინეეზ ძჱ იგი ელიაზარისი, მესამჱ დიდებულებითა, მოშურნებაჲ იგი მისი შიშისა მისგან უფლისაჲსა და განმტკიცებასა მას მისსა ძლევად ერისა მის სიქველითა მით გულისა მისისაჲთა, ყო მოტევებაჲ იგი ისრაელსა ზედა.24. ამისთჳსცა განმტკიცნა აღთქუმაჲ იგი მისი წინამძღურად წმიდათა და ერისა მის თჳსისა მღდელობაჲ იგი სიმდიდრისაჲ უკუნისამდე.25. და აღთქუმაჲ იგი, რომელ ყო დავითის თანა, ძისა იესესისა, ნათესავისა მისისა, სამკჳდრებელად ერისა მეუფისა მის ძისა მხოლოდშობილისა, სამკჳდრებელად აჰრონისა და ნათესავისა მისისა.26. აწ აკურთხევდით უფალსა უხუსა მას და ქველისმოქმედსა, რაჲთა მოგცეს თქუენ გონებაჲ გულთა თქუენთა და განიკითხოს ერი იგი თჳსი სიმართლით, რაჲთა არა უჴმარ იქმნეს კეთილი იგი მათი და დიდებაჲ იგი მათი ნათესავსა შინა მათსა.