1. და სიყუარულისა წილ ნუ იყოფვი მტერ, რამეთუ სახელბოროტმან სირცხჳლი და კდემაჲ დაიმკჳდრის, ეგრეცა კაცმან ცოდვილმან და ორენამან.2. ნუ თავისმოთნჱ ხარ ზრახვითა სულისა შენისაჲთა.3. ნუუკუე ფურცელნი შენნი შეშჭამნე და ნაყოფი შენი განჰრყუნე და დაუტევო თავი შენი, ვითარცა შეშაჲ ჴმელი.4. სულმან უკეთურმან წარწყმიდოს მომგებელი თჳსი და მოსაცხრობელ მტერთა ყვის თავი თჳსი.5. ჴმამან ტკბილად მეტყუელმან განამრავლის მიცემაჲ ქებისაჲ.6. მეგობარნიმცაშენნი მრავალ არიან, ხოლო თანამზრახვალი შენი ერთი ათასისაგან.7. მო-თუ-იპოვებდე მეგობარსა შენსა ჟამსა ჭირისასა, შეიმთხჳე იგი და ნუ მეყსეულად გრწამნ მისი.8. რამეთუ არნ მეგობარი ჟამისათჳს, ხოლო და-რაჲ-გადგრეს შენ ჟამსა ჭირისასა.9. და არს მეგობარი, რომელი გარდაიქცის მტერად და ლალვასა საყუედრელი შენი გამოგიცხადოს.10. და არს მეგობარი ზიარ ტაბლისა ოდენ და არა დაგადგრეს შენ ჟამსა ჭირისა შენისასა,11. კეთილსა მას შენსა თანა მოთაულ გექმნეს შენ და მონათა შენთა შენსა უფროჲს იგი სასტიკებდეს.12. უკუეთუ ჭირი შეგემთხუეოდის, იყოს იგი შენდა ანტაკრად და პირსა შენსა გეფარვოდის.13. მტერთა შენთა განეშოვრე და მეგობართა ეკრძალევე.14. მეგობარი სარწმუნოჲ გოდოლი არს ძლიერი, ხოლო რომელმან პოვოს იგი, მან პოვა ფასი დიდი.15. მეგობარსა მას სარწმუნოსა არა აბს სასყიდელი, არცა არს სწორება შუენიერებისა მისისა.16. მეგობარი სარწმუნოჲ წამალი არს ცხოვრებისაჲ და მოშიშთა უფლისათა პოვონ იგი.17. მოშიშსა უფლისასა განემარჯოს მეგობრობაჲ, რამეთუ ვითარცა იგი არნ, ეგრეცა მეგობარი იგი მისი.18. შვილო ჩემო, სიყრმით შენითგან აღირჩიე სწავლულებაჲ და სიბერედმდე ჰპოვო სიბრძნჱ.19. ვითარცა კაცი ერთი აღმსთობილი მჴნველი და მთერძველი, ეგრჱთ მიუჴედ მას და მოელოდე კეთილთა ნაყოფთა მისთა, რაჲთა საქმესა მას მისსა კნინ ჰშრუე და მსთუად იშუებდე ნაყოფთა მისთა.20. ვითარცა ძნელ რაჲმე უჩნნ ესე უსწავლელთა და ვერ დაადგრეს მას ზედა გულნი მედგარნი.21. ვითარცა ლოდი სამძალისაჲ დამტკიცებულ იყოს მას ზედა და არა ყოვნოს განგდებაჲ მისგან,22. რამეთუ სიბრძნჱ თავისაჲ არს და არამრავალთა განცხადებულ არს იგი.23. ისმინე, შვილო ჩემო, და შეიკრძალე მოძღურებაჲ ჩემი და ნუ განეყენები სწავლასა მას ჩემსა.24. განჰმზადენ ფერჴნი შენნი ბორკილსა მისსა;25. მიყვენ ბეჭნი შენნი და იტჳრთე იგი და ნუ გეწყინებიედ შენ კრებულებანი იგი მისნი.26. ყოვლითა გულითა შენითა მიუჴედ მას და ყოვლითა ძალითა შენითა დაიცვენ გზანი მისნი.27. და გამოიძიე, გამოიკულიე და გამოგემეცნოს შენ და რაჟამს შეიკრძალო იგი, ნუ განუტეობ მას;28. რაჲთა უკუანაჲსკნელ ჰპოვო განსასუენებელი იგი მისი. და გარდაგექცეს შენ სიხარულად.29. და გეყვნენ შენ საკრველნი მისნი საფარველად მტკიცედ და ჯაჭჳ იგი მისი სამკაულად ოქროჲსად; სამოსლად დიდებისად შეიმოსო იგი.30. რამეთუ სამკაული იგი ოქროჲსაჲ არს მას შინა და საკრველნი იგი მისნი სამკაულ სინდისის და ზეზის.31. სამკაულად დიდებისად შეიმოსო იგი და გჳრგჳნად გალობისად დაიდგა თავსა შენსა.32. გინდეს თუ, შვილო, მოძღურებაჲ სიბრძნისაჲ, ჰპოვო იგი.33. და თუ გიყუარდეს მორჩილებაჲ, შეიყუარო იგი. უკუეთუ მიუყო ყური შენი, ბრძენ იყო.34. შორის სიბრძნესა მოხუცებულთასა დადეგ შენ და უბრძნესსა მას მათსა შეეყავ შენ.35. ყოველივე სიტყუაჲ საღმრთოჲ გინდინ სმენად და იგავნი მეცნიერებისანი ნუ შეგცთებიან შენ.36. იხილო თუ ვინმე გონიერი, აღიმსთუვე მისა მიმართ და ზღურბლნი კარისა მისისანი დათრგუნენინ ფერჴმან შენმან.37. გულისხმა-ყვენ შენ ბრძანებანი იგი უფლისანი და მცნებათა მისთა ზრახევდ მარადის. და მან დაამტკიცოს გული შენი და გულისთქუმაჲ სიბრძნისაჲ მოგცეს შენ.