მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ტიტეს მიმართ 2:5

4. რაჲთა განაბრძნობდენ ჭაბუკთა მათ ქმართ მოყუარე ყოფად, შვილთ მოყუარე,5. წმიდა, უბიწო, სახლის მპყრობელ, სახიერ, დამორჩილებულ თჳსთა ქმართა, რაჲთა არა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ იგმობვოდის.6. ჭაბუკთა მამათა ეგრეთვე ჰლოცევდ, რაჲთა წმიდა იყვნენ.
ტიტეს მიმართ თავი 2
5. წმიდა, უბიწო, სახლის მპყრობელ, სახიერ, დამორჩილებულ თჳსთა ქმართა, რაჲთა არა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ იგმობვოდის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...მონას მთელი სახლი, ბატონიანად, ურგია.

5.

რამეთუ არც უსაფუძვლოდ და არც უბრალოდ უბრძანებს მათ პავლე გამუდმებით, რომ სათნოება აღასრულონ და ბატონების მორჩილნი იყვნენ; იგი იმდენად ბატონთა მომსახურებაზე კი არ ზრუნავს, რამდენადაც იმაზე, რომ „არა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ იგმობვოდის“ () და მოძღვრებაც არ იგმობოდეს; ხოლო როცა არ იგმობა, მალე საკვირველადაც გამოჩნდება. და ვიცი მრავალი სახლი, რომ მონათა სათნოებით დიდი სარგებლობა მიიღეს. თუ კი მსახურს, რომელიც ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, შეეძლებოდა ბატონის მოწესრიგება, მით უფრო მეტად შეეძლებოდა ბატონს მსახურების . გაინაწილეთ ჩემთან ერთად, გთხოვთ, ეს მსახურება. მე ყველას საერთო სიტყვით მივმართავ; თქვენ კი თითოეულს ცალკე , და ყოველმა თქვენგანმა მოყვასთა ცხონება იკისროს. რამეთუ იმის დასტურად, რომ ოჯახის წევრებმა ამ საქმეებში წინამძღვრობა უნდა იკისრონ, მოისმინე, სად გზავნის პავლე ქალებს: ამბობს, **„ხოლო უკუ...

სრულად ნახვა