1.ამიერითგან, ძმანო, ილოცევდით ჩუენთჳს, რაჲთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ რბიოდეს და იდიდებოდის, ვითარცა-იგი თქუენდა მიმართ,2.და რაჲთა განვერნეთ უწესოთა და უკეთურთა კაცთაგან, რამეთუ არა ყოველთაჲ არს სარწმუნოებაჲ.3.ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს ბოროტისაგან.4.ხოლო ვესავთ უფალსა თქუენთჳს, რამეთუ რომელსა-ესე გამცნებთ თქუენ, და ჰყოფთცა და ჰყოთცა.5.ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა.6.გამცნებ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან.7.რამეთუ თქუენ უწყით, ვითარ-იგი ღირს ბაძვად ჩუენდა; რამეთუ არარაჲ უჯეროჲ ვყავთ თქუენ შორის;8.და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის თქუენგანსა დაუმძიმოთ,9.არათუ რამეთუ არა გუაქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ რაჲთა თავნი თჳსნი სახედ მიგცნეთ თქუენ, რაჲთა მბაძვიდეთ ჩუენ.10.და რამეთუ რაჟამს-იგი ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გამცნებდი თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ.11.რამეთუ მესმის ვიეთთჳსმე, რომელნი იქცევიან თქუენ შორის უწესოდ, არარას იქმან, არამედ მიმოიწულილვენ.12.ესევითართა უკუე მათ ვამცნებთ და ვჰლოცავთ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა მყუდროებით შურებოდინ და თჳსსა პურსა ჭამდენ.13.ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის ყოფად.14.და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაჲთა შეიკდიმოს.15.და ნუ ვითარცა მტერსა შეჰრაცხთ მას, არამედ ასწავებდით ვითარცა ძმასა.16.ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან მოგეცინ თქუენ მშჳდობაჲ მარადის ყოვლითავე სახითა; უფალი თქუენ ყოველთა თანა!17.კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე:18.მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
2 თესალონიკელთა მიმართ 3:102 თესალონიკელთა მიმართ 3:13
სწავლაჲ ლე მოწყალებისათჳს:
...ან ასწავა კაცთა; არამედ გევედრები, რაჲთა არა უწყალო ვიყვნეთ და ულმობელ, რამეთუ არა ბრძანებულ არს შენდა, მორწმუნეო, განკითხვაჲ უქმთა და მოქმედთაჲ, არამედ დაუყენებელად ყოფად წყალობისა. ისმინე პავლესი, რომელმან მრავალი ბრალობაჲ თქუა უქმობისაჲ და განაწესა, ვითარმედ: „რომელსა არა უნდეს საქმის, ნუცა ჭამნ“, ვითარი ხოლო შეუდგინა სიტყუაჲ: „ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის-ყოფაჲო“. არა შენ გიბრძანა, თუ: რომელი გლახაკი არა იქმოდის, ნუ მისცემ პურსა, არამედ მას ეტყჳს საქმისა ქმნად, ხოლო შენ გეტყჳს: „ნუ გეწყინებისო კეთილისა ყოფაჲ“.
გარნა შენ ფრიად გეწყინების; უკუეთუ სადმე მიგეპყრას პური ანუ დანგი ერთი და კუალად მოვიდის თხოად ჭირვეული იგი, მეყსეულად აყუედრი: არა გუშინ მოხუედო და წარიღე? რაჲ არს სიტყუაჲ ესე, უბადრუკო? უკუეთუ გუშინ ანუ ძუღუან მიიღო, სხუაჲ არღარა ეჴმარებისა საზრდელი?
რად არა შენსაცა მუცელსა დაუწესებ წესსა ამას და ეტყჳ: გუშინ და ძუღან განსძეღ, აწ ნუღარა ეძიებ! არამედ იგი დღითი-დღე უმეტეს ზომისა ჭამითა განსთქდების, და გლახაკი გეწყინების, რომლისაჲ უმეტეს თანა-გედვა წყალობაჲ, რომელ-იგი დღითი-დღე, იძულებული შიმშილისაგან და ნაკლულევანებისა, მოგიჴდების და გევედრებ...
2 თესალონიკელთა მიმართ 3:172 თესალონიკელთა მიმართ 3:18
1. ცრუ ცნობები უფლის მოსვლის შესახებ:
...), და ამით ცრუ წინასწარმეტყველებს მინიშნებით გულისხმობს.
მაშ, საიდან შევიტყობთო, ამბობს?დამატების მეშვეობით; სწორედ ამისთვის დაამატა: „კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე:" ().„მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა." ()ამას არ ამბობს, თითქოს თვით ეს იყოს ნიშანი; რადგან ამის მიბაძვა სხვებსაც შეეძლოთ, არამედ იმას ამბობს, რომ მისალმებას ჩემი ხელით ვწერო; როგორც ახლაც არის ჩვენთან, რადგან ხელმოწერით ცხადი ხდება გამგზავნელთა წერილები.ხოლო ბოროტებათა მიერ ძლიერ დაქანცულებს ნუგეშს აძლევს: აქებს როგორც აწმყო საქმეებიდან, ისე მომავალთაგან; და სასჯელითაც, მათთვის გამზადებულ კეთილთა საზღაურითაც აღძრავს, შემდეგ კი ამ საკითხს უფრო ცხადად განიხილავს, თვით დროს არ ამხელს, მაგრამ დროის ნიშანს, ანტიქრისტეს, აჩვენებს.რადგან სუსტი სული ყველაზე მეტად მაშინ რწმუნდება, როცა უბრალოდ კი არ ისმენს...