1. მანვე პირველ-დაბადებული იგი მამაჲ სოფლისაჲ, მარტოჲ დაბადებული, დაიცვა და განარინა იგი შეცოდებისაგან თჳსისა.2. და მოსცა მას ძალი პყრობად ყოველთა.3. ხოლო განდგა იგი მისგან უსამართლოდ რისხვითა მისითა, ძმათ-მკლველთა თანა წარწყმდა გულის-წყრომითა.4. რომლისათჳს და რღუნისაგან ქუეყანაჲ კუალად იჴსნა სიბრძნემან, შეურაცხითა ძელითა მართალი განარინა.5. მანვე ერთობით ზრახვისა უკეთურებითა შეკრებულთა ნათესავთაჲსა იცნა მართალი იგი და დაუმარხა უბიწოდ ღმერთსა, და შვილთა ზედა მოწყალებით და ძლიერებით დაიცვა იგი.6. მანვე მართალი იგი წარწყმედულთაგან უღმრთოთა იჴსნა, ოტებული სამეუფოჲსა ცეცხლისა... ხუთქალაქისათა,7. რომელი აწცა საწამებელად უკეთურებისა მკუმოლვარჱ ჰგიეს ოჴერი, ნაყოფად მოიხუნა ნერგნი ურწმუნოჲსა სულისაჲ და საჴსენებელად დგას ძეგლად მარილისა.8. რამეთუ სიბრძნესა რაჲ თანა-წარჰჴდეს, არა თუ ხოლო ესე ევნო, რამეთუ ვერ ცნეს კეთილი, უგუნურებისაჲცა საჴსენებელი დაუტევეს სოფელსა ამას, რაჲთა რომელსა შინა შესცთეს, დავიწყებადცა ვერ უძლონ.9. ხოლო სიბრძნემან მოყუარენი თჳსნი სალმობისაგან იჴსნნა,10. მანვე მეოტი რისხვისაგან ძმისა მართალი წარმოუძღუა და მოიყვანა გზასა წრფელსა, და აჩუენა მას სასუფეველი ღმრთისაჲ, და გულისხმა-ყო ცნობაჲ წმიდათაჲ, და განამრავლნა შრომანი მისნი.11. რომელნი-იგი ანგაჰრობით ჰმსძლავრობდეს მას, თანა-დაუდგა და განამდიდრა იგი,12. და დაიცვა იგი მტერთაგან, და რომელნი უმზირდეს მას, შეიკრძალა იგი მათგან, და ღუაწლი ძლიერი დაუწინდა მას. რაჲთა ცნას, რამეთუ ყოვლისა უძლიერჱს არს სიბრძნჱ.13. მანვე განსყიდული მართალი არა დაუტევა, არამედ ცოდვისაგან იჴსნა იგი.14. და მის თანა შთავიდა ჯურღმულსა, და კრულებათა შინა არა უტევა იგი, ვიდრემდე მოართუა მას პატივი მეფობისაჲ და ჴელმწიფებაჲ მათ ზედა, რომელნი ჰმსთავრობდეს მას, და მტყუვრად გამოაჩინნა, რომელთა-იგი ბრალი დასდვეს მას, და მოსცა მას დიდებაჲ საუკუნოჲ.15. მანვე ერი წმიდაჲ იჴსნა თესლისაგან მაჭირებელისა.16. შევიდა სულსა მსახურისა უფლისასა და წინა-აღუდგა მეფეთა მრავალთა ნიშებითა და სასწაულებითა.17. და მოსცა წმიდათა სასყიდელი შრომისა მათისაჲ. და უძღოდა მათ გზასა საკჳრველსა, და ეყო მათ საფარველ დღისი და ნათელ ვარსკულავთა - ღამჱ18. და წიაღ-მოიყვანნა იგინი ზღუასა მას მეწამულსა, და მოიყვანნა იგინი წყალთაგან მრავალთა.19. ხოლო მტერნი იგი მათნი დაანთქნა; და სიღრმისაგან უფსკრულისა გამოსთხინა იგინი.20. ამისთჳს მართალთა გამოტყუენეს უღმრთონი, და აქებდეს, უფალო, სახელსა შენსა წმიდასა; და უფროჲსღა მბრძოლსა ჴელსა შენსა აქებდეს ერთობით;21. რამეთუ სიბრძნემან აღახუნა პირნი ყრმათანი...... დასხნა მეტყუელად.