მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წიგნი სიბრძნისა 13:5

4. უკუეთუ ძალსა ზედა და ქმნულებასა განჰკრთეს, ცნედ მათგან, ვითარ-იგი რომელმან შექმნნა, უფროჲს გულისხმის-საყოფელ არს.5. რამეთუ სამდიდრისაგან სიკეთისა დაბადებულთაჲთა შემსგავსებულად შექმნულთა მოქმედი იგი მათი იხილვების.6. არამედ ეგრევე ამათ ზედა არს ბრალი მცირედი, და რამეთუ ესენი, ვინ უწყის, ცთებოდეს, და ღმერთსა ეძიებდეს და უნდა პოვნად:
წიგნი სიბრძნისა თავი 13
5. რამეთუ სამდიდრისაგან სიკეთისა დაბადებულთაჲთა შემსგავსებულად შექმნულთა მოქმედი იგი მათი იხილვების.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 143-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ღმრთის შეუცნობლობა და კაცის ამაოება:

...ბობს პავლეც: „რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს“ (). მთელი ქმნილება მას ქადაგებს — როგორც ამბობს: „რამეთუ ქმნილებათა სიდიდისა და მშვენიერებისაგან შესაბამისად შემოქმედი განიჭვრიტება“ ()3 — აგრეთვე თვით ადამიანის აგებულება, ღმერთისგან ბოძებული პატივნი, სასჯელნი, კეთილისმყოფლობანი, განგებულებანი, წინასწარმეტყველთა მიერ წინასწარ გამოცხადებული სიტყვები და სხვადასხვა სასწაულები. ამის შემდეგ მოვიდა თვით მხოლოდშობილი და აღასრულა ის საკვირველი და საკრძალავი განგებულება. და მაინც არიან ზოგნი, რომელთაც ჯერ ეს ცხადი რამეც ვერ უსწავლიათ; შენ კი ამბობ, რომ საკუთარი მსჯელობებით შეგიძლია ჩასწვდე, რა არის იგი არსებით? მაშ, ღმერთს არ იცნობ? — ამბობს იგი. არა, შორს ეგ! ვიცი, რომ არსებობს, რომ კაცთმოყვარეა, რომ კეთილია, რომ განგებით ზრუნავს, და ყველაფერი სხვა, რაც წერილებმა თქვეს; მა...

სრულად ნახვა
საუბარი 4. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყაროჲ შორის წყალთა" (დაბ 1:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ქმნილებიდან შემოქმედის შემეცნება:

...მოდგმის სასწავლებლად.

5. ქმნილებიდან შემოქმედის შემეცნება

ამრიგად, როდესაც თვალებს აღაპყრობ და იხილავ ცის სილამაზეს, სიდიადესა და სარგებლიანობას, აქედან შემოქმედისკენ აღიმართე, როგორც ბრძენმა თქვა: „რამეთუ სიდიდითა და შუენიერებითა დაბადებულთაჲთა შესატყჳსად მოქმედი იგი მათი საცნაურ იქმნების" (), და თავად ამ სტიქიონთა შექმნიდან შეიმეცნე, როგორია შენი უფლის ძალა. მართლაც, სიბრძნისმოყვარე სულის მქონე ადამიანი, თუ ისურვებს თითოეული ხილული საგნის გამოკვლევას – რას ვამბობ, თითოეული ხილული საგნისას? – თუ ისურვებს მხოლოდ საკუთარი აგებულების ყურადღებით განხილვას, ამ მცირედანაც დაინახავს ღვთის გამოუთქმელ და მიუწვდომელ ძალას. ხოლო თუ ხილული საგნები საკმარისად აჩვენებენ შემოქმედის ძლიერების სიდიადეს, მაშინ, როდესაც უხილავ ძალებსაც მოიხმობ და აზრს ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, ზენა ძალთა, საყდართა, უფლებათა, მთავრობათა, ხელმწიფებათა, ქერუბიმთა და სერაფიმთა მხედრობებს მიაპყრობ, – რა გონება, რა სიტყვა შეძლებს მისი გამოუთქმელი სიდიადის გამოხატვას? თუ ნეტარი წინასწარმეტყველი დავითი, ხილულის მოწყობას რომ განიხილა, წამოიძახოდოდა: „ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ" (

სრულად ნახვა