1. რამეთუ დიდ არიან განკითხვანი შენნი და ძნიად მისათხრობელ, ამისთჳს უსწავლელნი სულნი შესცთეს.2. რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ ჰმძლავრონ ერსა წმიდასა უშჯულოთა მათ, კრულნი ბნელითა და გრძელითა შეპყრობილ იყვნეს ღამითა, და შეყენებულ იყვნეს სახლებსა, ვლტოლვილნი საუკუნოჲსაგან; წინაჲსწარ ცნობისა დაცემულნი ისხნეს.3. და დავიწყებასა ჰგონებდეს დაფარულთათჳს ცოდვათა უჩინოჲთა დავიწყებისა დაფარვითა, და განიბნინეს დასულებულნი ბოროტად და ჰამბავითა შეძრწუნებულ იყვნეს4. და არცად, რომელსა შეეპყრნეს იგინი წყუდიადსა, უშიშად ჰსცვიდა, ოხრანი დაეცემოდეს მათ და გარე-მოიცვა, და საუცრებანი განუღიმებელნი მწუხარითა პირებითა გამოუჩნდებოდა მათ.5. და ცეცხლისა მძლაფრისაჲ არცა ერთი შემძლებელ იყო განლევად, და არცა ცეცხლის-დებანი იგი განაბრწყინებდეს, მოტყინარენი დაუთმობდეს წყუდიადსა მას ღამისასა.6. და ეჩუენებოდა მათ გარნა თჳთ იგი ცეცხლი, შიშითა სავსჱ, და გამოცებულნი ვერხილულისა მისგან პირისა შეერაცხა იგი უძჳრჱს ხილულისა მის.7. ხოლო გრძნებისაჲ იგი სიმღერისა ჴელოვნებაჲ დაცემულ იყო ქუეყანად, და გონებისა იგი სილაღისა მამხილებელი საგინებელად იყო.8. რომელნი-იგი უთქუმიდეს რისხვასა და შეძრწუნებასა წარქცევად სულსა სნეულისასა, საკიცხელითა შიშითა დასნეულდეს.9. და შეურაცხიცა ნიში აშინებდა მათ, მფრინველთა თანა-წარსლვითა და ქუეწარმავალთა სტუენითა მოისრვოდეს ძრწოლით, და ვერ-ვინაჲ-განსარინებელსა მას აერსა თუალთა-მიდგმად უვარებდეს.10. რამეთუ შიში თჳსი არს უკეთურებისაჲ, თჳსითა მოწამებითა დაისაჯების, მარადის მოიპოვებნ ბოროტსა და შეიწრებულ არნ იგი იჭჳთა თჳსითა.11. არა არს შიში განცემითა და გულის-სიტყუათა შეწევნითა.12. რამეთუ შინაგან არს მოუძლურებისა იგი მოლოდებაჲ, და უმრავლესსა განიზრახავნ უმეცრებასა ამის ტანჯვისა მიზეზითა.13. ხოლო იგინი განუხრწნელითა მით, რომელ იყო ღამჱ, და წარუვალითა მით, რომელ ჯოჯოხეთისა სიღრმისაგან მოუჴდა, მითვე ძილითა ეგჳპტელთა მათ ეძინა,14. და ნიშებისა მის საუცრებითა იდევნებოდეს, ხოლო სულისა იგი სასოებაჲ დაჰჴსნებოდა, რამეთუ მეყსეული და მოულოდებელი შიში დაეცა მათ ზედა.15. და ესრჱთ, ვინცა იყო მუნ, დაეცემოდა, მოცეულ იყო თჳნიერ ჯაჭჳსა რკინისაჲსა და საპყრობილესა შეწყდომილ.16. დაღათუ ქუეყანის-მოქმედი ვინ იყო, გინა მწყემსი, გინა უდაბნოს-მუშაკი - რუდუნებასა შე-ვე-ეპყრა, განუჴსნელითა მით ჭირითა დაიპყრა, რამეთუ ერთითა ჯაჭჳთა ბნელისაჲთა შეკრულ იყვნეს იგინი.17. გინა ქარი ანქრევდა, გინა შემოსილითა ფრთითა კაკაჩებაჲ მფრინველთაჲ და ოხრისა სახიობაჲ, გინა დინებაჲ წყალთაჲ, რომელი ვალნ სასტიკად,18. გინა ბგერაჲ განმაკრთობელი და დაზულევაჲ კლდეთაჲ; გინა ხლდომაჲ საცხოვართაჲ უხილავი, გინა ყჳრილი და მძჳნვარეთა მჴეცთა ჴმაჲ და კუალად-მოქცეულნი ღელოვანთაგან მთათა ოხრანი დაჰჴსნიდა მათ შიშითა.19. რამეთუ ყოველი სოფელი ცეცხლისა ნათლითა ბრწყინვიდა, და დაუბრკოლებელთა შეპყრობილ იყო საქმეთა მათ ზედა;20. ხოლო გარდართხმულ იყო მძიმჱ იგი ღამჱ, ხატი იყო იგი მერმისაჲ მის ბნელისაჲ, რომლითა დაპყრობად არიან იგინი.