1. აწ უკუე ისმინეთ, მეფენო, და გულისჴმა-ყავთ და ისწავეთ მსაჯულთა კიდეთა ქუეყანისათა,2. ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ ერითა თესლებითა,3. რამეთუ უფლისა მიერ მოცემულ არს თქუენდა სიმტკიცე და ძალი ძლიერება მაღლისა მიერ. რომელმან განიკითხნეს საქმენი თქუენნი და ზრახვანი გამოიძინეს.4. რამეთუ მსახურნი იყვენით მისისა სამეუფოჲსანი და არა ჰშჯიდით მართლ; არცა დაიმარხეთ შჯული და არცა ნებისაებრ ღმრთისა ხჳდოდეთ.5. შეძრწუნებით და მწრაფლ მოგადგეს თქუენ, რამეთუ საშჯელი უწყალოჲ მთავართა ზედა მოვიდეს.6. რამეთუ უმრწამესი იგი შესანდობელ არნ წყალობად, ხოლო ძლიერნი იგი ძლიერად განიკითხნენ7. რამეთუ არა ერიღოს პირსა ყოველთა-უფალი და არცა შეიკდიმოს დიდთათჳს; რამეთუ მცირჱ და დიდი მან შექმნა; ეგრეთვე წინაჲსწარ უზრუნავს ყოველთა;8. ძლიერთა მათდა ძლიერი ეწიოს გამოძიებაჲ.9. თქუენდა მიმართ არიან, მძლავრნო, სიტყუანი ჩემნი. რაჲთა ისწავოთ სიბრძნჱ და არა თანა-წარჰჴდეთ.10. რომელთა ღირსად დაიცვან სიღირსჱ, ღირსად ღირს იყვნენ, რომელმან ისწავლნეს, მან პოვოს სიტყჳს-გებაჲ.11. გული გითქუემდინ თქუენ სიტყუათა ჩემთათჳს, გსუროდენ მათთჳს და განისწავლნეთ.12. ბრწყინვალე და უჭნობელ არს სიბრძნჱ და ადვილად იხილვების მოყუარეთა მისთაგან;13. მიიწიის მათდა, რომელთა გული უთქუამს მისთჳს წინაჲსწარ ცნობად.14. და რომელმან აღიმსთოს მისი, არა დაშურეს, რამეთუ დადგრომილად პოვოს იგი წინაშე ბჭეთა მისთა.15. რამეთუ გულსა - მოსლვაჲ, მისთჳს გონიერებისაჲ არს სრულისაჲ და რომელი იღჳძებდეს მისა ადრე, უზრუნველ იქმნეს.16. რამეთუ ღირსთა მისთა თჳთ იგი მიმოვალს და ეძიებს, და ალაგთა მათთა ეოცების მათ მხიარულებად, და ყოველთა განზრახვათა შეემთხუევის მათ.17. რამეთუ დასაბამი მისი სწავლულებისა გულის-თქუმაჲ არს ჭეშმარიტი, და სწავლულებისა ზრუნვაჲ სიყუარული არს,18. ... - დამარხვაჲ შჯულისა მისისაჲ ხოლო კრძალვაჲ შჯულისაჲ - სიმტკიცჱ უჴრწნელებისაჲ,19. ხოლო უხრწნელებამან მახლობელ ყვის ღმრთისა:20. რამეთუ გულის-თქუმამან სიბრძნისამან აღიყვანის სასუფეველსა21. უკუეთუ გნებავს საყდართა და ტომთა ზედა, მთავარნო ერისანო, პატივ-ეცით სიბრძნესა, რაჲთა საუკუნოდ ჰმეფობდეთ.22. ხოლო რაჲ არს სიბრძნჱ და ვითარ იყო, გითხრა თქუენ, არა დაგიმალო თქუენ საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, არამედ დასაბამითგან ყოფისაჲთ გამოვიკულიო და დავდვა განცხადებულად ცნობაჲ მისი. და არა თანა-წარვჰჴდე ჭეშმარიტებასა,23. და არცა შურსა დადნობილსა თანა-უვიდოდე, რამეთუ ესევითარი არა ეზიარის სიბრძნესა.24. ხოლო სიმრავრლჱ ბრძენთაჲ - ცხოვრებაჲ სოფლისაჲ, და მეფჱ გონიერი - დაწყნარება ერისა.25. რაჲთა განისწავლნეთ სიტყჳთა ჩემითა და სარგებელ გეყოს თქუენ.