1. რამეთუ მეცა კაცი ვარ მოკუდავი, სწორი ყოველთაჲ და ქუეყანით შექმნულისაჲ, ნაშობი პირველ-დაბადებულისაჲ.2. მუცელსა დედისასა გამოვითალე ჴორცი და ათისა თთჳსა ჟამთა, დავჰყინდი სისხლისაგან მამაკაცისა და გულის თქუმითა ძილისა მოსლვითა.3. მე რაჲ ვიშევ, მოვიღე ზოგადი აერი; და მსგავსსა ვნებასა კუალად განვვარდი ქუეყანად, პირველი ჴმაჲ, მსგავსი ყოველთაჲ, სწორი აღუტევე ტირილი.4. სახუეველითა აღვიზარდე და ზრუნვითა.5. რამეთუ არავის მეფეთაგანსა სხუაჲ აქუნდა შობისა დასაბამი.6. ერთი არს ყოველთაჲ შემოსლვაჲ სოფლად და განსლვაჲცა სწორი.7. ამისთჳს ვილოცე და სიბრძნჱ მომეცა მე, ეხადე და მოვიდა ჩემდა სული სიბრძნისაჲ.8. უფროჲს აღვირჩიე იგი ჴელმწიფებისა და საყდართა, და სიმდიდრჱ არად შევჰრაცხე სწორებად მისა;9. და არცა ვამსგავსე იგი ანთრაკთა პატიოსანთა, რამეთუ ყოველი ოქროჲ წინაშე მისსა - ვითარცა მქჳშაჲ მცირედი, და ვითარცა მიწაჲ, შერაცხილ არს ვეცხლი წინაშე მისსა.10. უფროჲს სიცოცხლისა და ხატკეთილობისა შევიყუარე იგი, რაჲთა მაქუნდეს ნათლის წილ, რამეთუ დაუძინებელ არს ამისგან ნათელი.11. და მოვიდა ჩემდა ყოველი კეთილი მის თანა და ურიცხჳ სიმდიღრჱ ჴელთა შინა მისთა.12. და განვიხარე ყოველთა ზედა, რამეთუ იგი შერაცხილ არს სიბრძნედ, უმეცარ ვიყავ მისა, ვითარმედ ქმნული არს იგი ამათი.13. და უზაკუველად ვისწავე და უშურველად მივსცე სიმდიდრჱ მისი და არა დაუმალო,14. რამეთუ უნაკლულოჲ საუნჯჱ არს კაცთა შორის; რომელთა იმსახურეს იგი, ღმრთისა მიმართ მიავლინეს სწავლაჲ, რამეთუ სწავლისაგან ნიჭისა განმტკიცნეს.15. მიგითხრა თქუენ და არა დავფარო თქუენგან საიდუმლო ღმრთისაჲ, რამეთუ იგი თავადი არს სიბრძნისა წინამძღუარი და ბრძენთა განმგებელი,16. ხოლო ჴელსა შინა მისსა ჩუენცა და სიტყუანიცა ჩუენნი. ყოველი გონიერება და საქმეთა მეცნიერება,17. რამეთუ მან მომცა მე ყოფილთა ცნობა, შესაქმე სოფლისა, შეწევნანი წესთანი, დასაბამი და დასასრულამდე,18. განზოგება ჟამთა, სახეთა ცვალებანი და ქცეულება ჟამთა,19. წელიწადისა სრბა და ვარსკულავთა დგომა,20. ბუნებანი საცხოვართანი და გულისწყრომანი მჴეცთანი, სულთა სიმძაფრე და გულისზრახვანი კაცთანი, თითოსახენი ნერგთანი,21. რაოდენ-რა არს დაფარული და გამოუჩინებელი - ვცან, რამეთუ ყოველთა ხურომან მასწავა მე სიბრძნე.22. რამეთუ ამას შინა სული წმიდაჲ მეცნიერებისა მრავალკერძო. ვინა ვიწულევ კეთილად, იძლევის, წარჩინებულ, შეუგინებელ, უბიწო, განცხადებულ, კეთილისმოყუარე მალე დაუყენებელ ქველისმოქმედ,23. კაცთმოყუარე, მტკიცე, კრძალულ, უზრუნველ ყოვლად, ძლიერ, ყოვლისა მსახურ, და ყოველთა სულთა მიერ დაეტევის მეცნიერებითა წმიდათა მწულილთა,24. რამეთუ ყოვლისავე ძრვისა და წამებისა უმალე არს სიბრძნე, მისწუთების და დაეტევის ყოველთა მიერ სიწმიდით,25. რამეთუ ორთქლ არს იგი ღმრთისა ძლიერისა და ნაწილი ყოვლისა მპყრობელისა და დიდებით ჭეშმარიტებისა. ამისთჳსცა არარა მიეძლევის,26. რამეთუ გამობრწყინვებულ არს იგი ნათლისა მის სამარადისოსა და სარკე უბიწო ღმრთისა შეწევნითა. და ხატი სახიერებისა მისისა,27. ერთ არს და ყოველივე მას ძალ-უც. და ჰგიეს მას შინა და ყოველსავე განაახლებს ნათესავითი ნათესავად. სულთა ღირსთა მიეცემის მეგობართა ღმრთისათა და წინაწარმეტყუელთა განჰმზადებს.28. არარა იგი ეგრეთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელნი სიბრძნესა შინა ყოფილ არიან,29. რამეთუ არს იგი უშუენიერეს უფროს ყოველთა ვარსკულავთა.30. რამეთუ ამას ესხურების ღამჱ; ხოლო სიბრძნესა ვერ ჰმსძლავრობს ბოროტი.