1. და მისწუდების კიდითი კიდედმდე ვრცელად და განაგებს ყოველსა სიტკბოებით.2. ესე შევიყუარე და ვეძიებდი სიჭაპუკით ჩემითგან, და ვეძიებდ სძლად მოყვანებად ჩემდა, და ვეტრფიალე სიკეთესა მისსა3. აზნაურებამან ადიდის მის თანა ცხოვრებული, რომელი ღმრთისა მიმართ ილოცავნ; და ყოველთა-მფლობელმანცა შეიყუაროს იგი;4. რამეთუ საიდუმლოჲ არს იგი ღმრთის მეცნიერებისაჲ და მომპოვნებელი საქმეთა მისთაჲ5. უკუეთუ სიმდიდრჱ გულის-სათქუმელ არს მიგებად ცხოვრებასა ამას, რაჲ-მე არს სიბრძნისა უმდიდრჱს, რომელი ყოველსა იქმს?6. უკუეთუ სიბრძნჱ იქმს, ვინ არს უფროჲს ყოფილთაგანი მისა უჴელოვნეს?7. და უკუეთუ ვისმე სიმართლჱ უყუარს, შრომანი მისნი არიან სათნოებანი, რამეთუ სიწმიდესა და გონიერებასა ასწავებს, და სიმართლესა და სიმჴნესა, რომელი უსაჴმარეს არარაჲ არს ცხოვრებასა ამას შინა კაცთათჳს.8. უკუეთუ ვისმე გამოცდილებაჲ სწადის, იცის დასაბამისაჲ და მერმე იგი შეამსგავსის, იცის ქცეულებაჲ სიტყუათაჲ და განჴსნაჲ იგავთაჲ; სასწაულნი და ნიშნი წინაჲსწარ იცნის, განსლვაჲ ჟამთა და წელიწადთაჲ9. აღვირჩიე უკუე ესე აწ მოყვანებად და თანა-ყოფად ჩემდა; ვიცი, რამეთუ მექმნეს მე თანამზრახვალ კეთილისა და ნუგეშინის-მცემელ ზრუნვათაგან და მწუხარებათა.10. მაქუნდეს მის მიერ დიდებაჲ ერსა შორის და პატივი მოხუცებულთა თანა მე ჭაპუკსა.11. და მახჳლ ვიპოვო მე საშჯელსა შინა, და წინაშე პირსა ძლიერთასა საკჳრველ ვიყო.12. და დუმილსა ჩემსა მელოდიან და სიტყუასა მერჩდენ, და ვიტყოდი რაჲ მრავალსა, ჴელი დაიდვან პირსა მათსა.13. მაქუნდეს მის მიერ უკუდავებაჲ; და საჴსენებელი საუკუნოჲ შემდგომთა ჩემთა დაუტეო.14. განვიკითხნე ერნი და თესლები დამემორჩილოს;15. და ეშინოდის ჩემდა, ესმეს რაჲ მძლავრთა მეძრწუნებულთა, სიმრავლესა შორის ვჩნდე სახიერ და ბრძოლასა შინა - მჴნჱ.16. და შე-რაჲ-ვიდე სახიდ ჩემდა, განვისუენო მას ზედა, რამეთუ არარაჲ აქუს სიმწარჱ თანა-ქცევასა მისსა, და არცა სალმობაჲ მის თანა ცხოვრებასა, არამედ შუებაჲ და სიხარული17. ესე განვიზრახე თავსა ჩემსა და ვიზრუნე გულსა ჩემსა, რამეთუ უკუდავება არს ნათესავობაჲ სიბრძნისაჲ,18. და მეგობრებასა მისსა - სიხარული კეთილი, და შრომასა მისსა - სიმდიდრჱ უნაკლულოჲ, და თანა-წურთასა ზრუნვისა მისისასა - გონიერებაჲ და რჩეულ-კეთილობის ზიარობასა სიტყჳსა მისისასა მოვიდოდე, ვეძიებდ მას, რაჲთა მოვიყვანო იგი თავისა ჩემისა.19. ყრმაჲ ვიყავ ნანარი და სული მხუედა კეთილი;20. ხოლო უფროს სახიერ ვიყავ, მოვედ ჴორცსა შინა შეუგინებელსა21. ხოლო მე გულისხმა-ვყავ, ვითარმედ არა სხჳთ რაჲთმე შევიკრძალო იგი, უკუეთუ უფალმან მომცეს იგი, - და ესე გონიერისაჲ არს სრულისაჲ ცნობაჲ ესე, ვისი არს მადლი იგი, - შევემთხჳე უფალსა და ვევედრე მას, და ვთქუ ყოვლითა გულითა ჩემითა: