მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წიგნი სიბრძნისა 9:14

13. ვინმე კაცთაგანმან ცნას განზრახვა ღმრთისა, ანუ ვის გულსა მოუჴდეს, რა ჰნებავს უფალსა?14. რამეთუ გულისსიტყუანი მოკუდავთანი მოშიშ, და საცთომელ განზრახვანი ჩემნი.15. რამეთუ განხრწნადმან ჴორცმან დაამძიმის სული, და შესულიბის მიწოანმან საყოფელმან გონება მრავალმზრახვალი,
წიგნი სიბრძნისა თავი 9
14. რამეთუ გულისსიტყუანი მოკუდავთანი მოშიშ, და საცთომელ განზრახვანი ჩემნი.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 2. შესაქმის დასაწყისზე: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ" (დაბ 1:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ" (1:1):

...ე ამოძრავა ჩემი ენა მათ შესახებ მოსათხრობად. ამრიგად, გთხოვთ, ამ სიტყვებს ისე მოვისმინოთ, თითქოს არა მოსეს, არამედ თავად სამყაროს უფალს ვისმენდეთ, რომელიც მოსეს პირით ლაპარაკობს, და დიდი ხნით დავემშვიდობოთ საკუთარ მსჯელობებს: „რამეთუ გულისსიტყუანი მოკუდავთანი მოშიშ, და საცთომელ განზრახვანი ჩემნი" (). დიდი მადლიერებით მივიღოთ მოსეს მიერ ნათქვამი, არ გავცდეთ ჩვენს საზღვრებსა და არ გამოვიძიოთ ის, რაც ჩვენს ზემოთაა, როგორც მოიქცნენ ჭეშმარიტების მტრები, რომლებსაც სურდათ ყველაფერი საკუთარი გონებით წვდომოდათ, და ვერ მოიფიქრეს, რომ ადამიანის ბუნებას არ ძალუძს ღვთის ქმნილებათა წვდომა. რას ვამბობ – ღვთის ქმნილებათა? ჩვენ ვერც კი ჩვენი თანამონა ადამიანის ხელოვნებას ვერ ვწვდებით. მართლაც, მითხარი, როგორ მიიღება გამდნობი ხელოვნებით ოქროს ბუნება, ანუ როგორ მიიღება ქვიშიდან მინის სიწმინდე? ვერ იტყვი ამას. მაგრამ თუ ვერ წვდები იმას, რაც თვალწინ გაქვს და რასაც ღვთის კაცთმოყვარეობით ადამიანის სიბრძნე ქმნის, მაშინ როგორ წვდები, ადამიანო, ღვთის ქმნილებებს?

და რა გამართლება, რა მიტევება შეგიძლია გქონდეს, როდესაც ასე უგუნურობ და ისეთ რამეს ოცნებობ, რაც შენს ბუნებას აღემატება? იმის თქმა, რომ ყველაფერი უკვე მზა მატერიისგან წარმოიშვა, და არაღიარ...

სრულად ნახვა