...ულისაგან სარწმუნოებად ქრისტესსა.
ესე რაჲ თქუა მოციქულმან, უწყოდა ვიეთგანმე ურწმუნოდ აღჩენაჲ სიტყჳსაჲ ამის, თუ: ვითარ მეძავთა და მემრუშეთა და გრძნეულთა, არა ხოლო შენდობაჲ, არამედ სიმ ართლეცა მიენიჭების ქრისტეს მიერ? ამისთჳს ძუელთა წიგნთა წამებაჲ შემოიღო ამბაკუმის მიერ, ვითარმედ: "მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს" (). და მცირითა ამით სიტყჳთა განაღო უფსკრული მრავალსახეთა მათ თხრობათაჲ, რომელ აღმოგჳკითხვან, თუ რაოდენნი ცხონდეს სარწმუნოებითა.
მოციქულისაჲ: რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუით აქუნდა (1,18).
[თარგმანი: ... ... ... და ცოდვილნი, იტანჯენ იგინი გამოცხადებითა ღმრთისა სიმართლისაჲთა, ხოლო ესენი — გამოჩინებითა რისხვისა ღმრთისაჲთა, რამეთუ სიცრუით აქუნდა ჭეშმარიტებაჲ, რომელ არს ღმრთისმსახურებაჲ, და ძალსა მას ღმრთისმეცნიერებისასა სიცრუით წარაგებდეს კერპთმსახურებასა ზედა. ამისთჳსცა მსგავსად მათს...