...ოციქულთა, - სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: სახელისა ჩემისათჳს არსო ესე ყოველი თქუენ ზედა, - მას ესე არა აქუნდა.
საკჳრველ არიან სამნი იგი ყრმანი, რამეთუ შეჰკადრეს ალსა მას ცეცხლისასა და მძლავრსა მას წინააღუდგეს. არამედ ისმინე, რასა ეტყჳან: „ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებთო და ხატსა მას ოქროჲსასა არა თაყუანის-ვსცემთ“. ხოლო ესე დიდი ნუგეშინის-ცემაჲ იყო, რომელ იცოდეს, ვითარმედ ღმრთისათჳს შეემთხუევის, რაჲცა შეემთხჳოს. გარნა იობ არა იცოდა, თუ საქმე იგი გამოცდაჲ იყო და ბრძოლაჲ. უკუეთუმცა იცოდა, ყოვლადვე არამცა შეჰრაცხა განსაცდელი იგი.
ამისთჳსცა ოდეს-იგი ჰრქუა უფალმან: „ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რაჲმე გამოგეცხადე შენ? არამედ რაჲთა გამოსჩნდე მართლად“, იხილე, ვითარ ერთისა მისთჳს სიტყჳსა ესრეთ განისუენა სულმან მისმან: შეურაცხ-ყო თავი თჳსი და ყოველივე იგი, რაჲ შემთხუეულ იყო, არარად შეჰრაცხა. ამისთჳს იტყოდა: „ჰამბვით მესმინა შენთჳს ყურთა ჩემთა პირველ, ხოლო აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ. ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავდენ და შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად“.
ამას უკუე ესევითარსა სიმჴნესა, ამას ესევითარსა გონიერებასა ჩუენცა ვჰბაძვიდეთ, მორწმუნენო, რომე...