ძველისა სჯულისა წინასწარმეტყველი ისაია პირველსავე თავსა წიგნისა თვისისასა პირისაგან ღვთისა აყვედრებდა ებრაელთა უსჯულოებასა მათსა და მრავალთა ცუდთა საქმეთა, და გამოუცხადებდა მათ დიდსა მრისხანებასა და სასჯელსა ღვთისასა. სხვათა მწარეთა საყვედურთა შორის იგი ეტყოდა მათ სიტყვათა, რომლითა ჩვენ ვიწყეთ უბნობა ესე: მარხვა, და უქმობა, და დღესასწაულნი თქვენნი სძულან სულსა ჩემსა, მექმენინ მე სიმაძღრედ, არღარა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა; საშინელ არს სიტყვა ესე, ძმანო ქრისტიანენო! რისთვის განურისხდა ღმერთი ებრაელთა ეგზომად, რომელ მოსძულდა მათნი დღესასწაულნი და უქმენი და არღარა სურდა მიღება მათგან მსხვერპლისა? თუ სხვაში იყვნენ ებრაელნი დამნაშავენი, დღესასწაულობითა და მარხვითა მაინც ასრულებდნენ ნებასა ღვთისასა, ვინაითგან თვით ღმერთმან დაუწესა რომელნიმე დღენი დღესასწაულად მათდა, მართალია, ძმანო ქრისტიანენო, დღესასწაულთა, მსხვერპლის შეწირვათა ებრაელნი აღსრულებენ ბრძანებისამებრ ღვთისა, კანონიერად სიმარჯვით, გარნა ვინაითგან ყოველნი სხვანი მცნებანი Bღვთისანი დაივიწყეს მათ, ცხოვრება და ყოფაქცევა მათი იყო ცუდ და უმართლო, ამისთვის ღმერთმან დღესასწაულნიც და...
წინასწარმეტყველება ესაიასი 1:13
12. არცა მოხვიდეთ ჩვენებად ჩემდა. ვინ გამოიძინა ესენი ჴელთაგან თქვენთა, დათრგუნვად ეზოჲსა ჩემისა არა შესძინოთ?13. უკეთუ მომართვათ სამინდოჲ ამაო, საკმეველი საძაგელ არს ჩემდა. ახალთთუენი თქვენნი და შაბათნი და დღე დიდი არა თავს-ვიდვა.14. მარხვა და უქმობაჲ და დღესასწაულნი თქვენნი ძულან სულსა ჩემსა. მექმნენით მე სიმაძღრედ. არღა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 1