...დ მაშინ დაიძინოს. საერთოდ, როცა გვსურს, არაფერი არის ძნელი, ისევე როგორც, როცა არ გვსურს, არაფერი არის ადვილი; რადგან ყოველივე ჩვენს ხელთაა. ამის გამო წერილიც ამბობს: „და უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ.“ () და კვლავ: „ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ:“ () ასე რომ, ყოველივე ნდომასა და არნდომაში ძევს. ამის გამო ვისჯებით კიდეც და ქებასაც ვიღებთ. ნეტავ, ქებულთა შორის შევირაცხოთ და აღთქმულ სიკეთეებს მივაღწიოთ.2
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სათარგმნო შენიშვნები
- 2 კორ 6:4–6-ის ციტატა წყაროში შერჩევით არის მოყვანილი; ქართულად გამოყენებულია წინასწარ მო...