...ჩუეულებანი კაცთანი და კუალად ერთად ღმრთისმსახურებისა ზიარებად შემოკრებაჲ მათი მოასწავა. და ვითარცა-ესე აქა თქუა მიზეზი კე-თილთაჲ მათ, ვითარმედ: „იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ“, ეგრეთვე მუნ იტყჳს, ვითარმედ: „იყოსო, რომელი-იგი აღდგომად არს, მთავრად წარმართთა, და მას წარმართნი ესვიდენ“. რამე-თუ ყოველსა ქუეყანასა განეფინა ძალი იგი სახარებისაჲ და მჴეცებრივთა მათ წესთაგან და ბოროტისა მის გულფიცხელობისაგან მოაქცია ნათესავი კაცთაჲ და ასწავა მათ სიმშჳდე, სიმდაბლე, ღმრთისმსახურებაჲ და სხუაჲ ყოველივე კეთილი.
ჭეშმარიტად უკუე იხილა ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, და აღივსო ყოველი სოფელი მეცნიერებითა მისითა, რამეთუ მოვიდა სასოებაჲ იგი წარმართთაჲ, მოვიდა და მაცხოვნნა ჩუენ, რომლისა წინამორბედად მოივლინა დიდი იოვანე სახითა მით და წესითა საკჳრველი-თა, ვითარცა ესერა აღმოიკითხეთ, რამეთუ იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისა წელთა მისთა“ (3,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ რომელიმე წინაწარმეტყუელთა თქუეს და რომელიმე მახარებელთა დაუტევეს თქუმად. ამისთჳსცა მათე წინაწარმეტყუელისაცა თქუმული აღწერა და თჳსიცა შეჰმატნა, რამეთუ არა უჴმარ ი...