...აცა და ახლისა უფალი. ისმინეთ უკუე სიტყუაჲ ესე წინაჲსწარმეტყუელისაჲ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ორგულნო, კეთილად წინაჲსწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და თქუა: ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან. ამაოდ მსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა“ (15,7-9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა წინაჲსწარმეტყუელებისა მის ფრიადი ერთობაჲ სიტყუათა ამათ თანა უფლისათა? ვითარ პირველითგანვე ქადაგებდა და მოასწავებდა მათსა მას უკეთურებასა, ვითარმედ მცნებათა ღმრთისათა შეურაცხ-ჰყოფენ, რამეთუ ამისთჳს თქუა: „ამაოდ მსახურებენ მე“; ესე იგი არს, ვითარმედ: იტყჳან სიტყჳთ მსახურებად ჩემდა და მცნებათა ჩემთა არაოდეს იქმან, რამეთუ თავით თჳსით მოძღურებენ და ასწავებენ კაცთა თჳსთა მცნებათა და არა ჩემ მიერ დაწესებულთა.
ესრეთ უკუე ამხილა რაჲ საქმეთაგან მათთა და განჩინებითა თჳსი-თა და წინაჲსწარმეტყუელისა მიერ და განადიდა ბრალობაჲ მათი, არღარა მათ ეტყჳს (რამეთუ იხილნა იგინი უკურნებელად), არამედ შეცვალა სიტყუაჲ თჳსი ერისა მის მიმართ და სწავლასა წინაუყოფს, დიდითა სიბრძნითა აღვსებულსა, და ჭამადთა მეტსა და უსარგებლოსა კრძალვასა დაჰჴსნის.
ხოლო იხილეთ, ოდესღა ყო საქმე ესე: რაჟამს კეთროვანნი განწმიდნა, რაჟამს შაბათი დ...