მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 3:2

1. აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა,2. გმირსა და შემძლებელსა, კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა, და წინასწარმეტყველსა და მოჰაზრესა და მოხუცებულსა3. და ერგასისთავსა და საკჳრველსა თანამზრახვალსა და ბრძენსა ხუროთმოძღვარსა და გულისხმის-მყოფელსა მსმენელსა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 3
2. გმირსა და შემძლებელსა, კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა, და წინასწარმეტყველსა და მოჰაზრესა და მოხუცებულსა

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ელგვარ ოქროზე მეტად ძალუძთ მაყურებელთა დაპყრობა? შევშინდეთ, საყვარელნო, რომ ჩვენც არ მოვისმინოთ ის, რასაც წინასწარმეტყველი ებრაელ ქალებს ეუბნებოდა, გარეგანი სამკაულით დაკავებულებს: „ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს" (). ამრიგად, ესენი ოქროებზე უფრო მიმზიდველია, რადგან ბევრი სხვა რამეც სწორედ ამისთვის არის საგანგებოდ მოგონილი: რომ თვალს მოხვდეს და მაყურებლები ტყვედ წაიყვანოს. ეს ცოდვა მცირე არ არის, არამედ მეტად დიდია: საკმარისია, რომ ღმერთი განარისხოს და ქალწულების მთელი შრომა დააზიანოს.

3.

სიძედ ქრისტე გყავს; რად იზიდავ კაცთაგან საყვარლებს? მაშინ მრუშობისთვის განგსჯის. რატომ არ იმკობ იმ სამკაულით, რომელიც მას სათნოა და მისთვის საყვარელია: კრძალულებით, უმანკოებით, წესიერებითა და უმანკო შესამოსლით? ხოლო ეს რაღაც მეძავური და სამარცხვინოა. ვეღარ განვასხვავებთ მეძავებსა და ქალწულებს....

სრულად ნახვა