1.აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა,2.გმირსა და შემძლებელსა, კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა, და წინასწარმეტყველსა და მოჰაზრესა და მოხუცებულსა3.და ერგასისთავსა და საკჳრველსა თანამზრახვალსა და ბრძენსა ხუროთმოძღვარსა და გულისხმის-მყოფელსა მსმენელსა.4.და დავადგინნე ჭაბუკნი მთავრად მათდა და მემღერენი ეუფლებოდიან მათ.5.და დაეცეს ერი, კაცი კაცისა მიმართ და კაცი მოყუსისა მიმართ მისისა, წარეკუეთოს ყრმა მოხუცებულისა მიმართ, უპატივოჲ პატიოსნისა მიმართ,6.რამეთუ შეიპყრეს კაცმან ძმაჲ თვისი, ანუ სახლეული მამისა თვისისა მეტყუელმან: შესამოსელი გაქუს, წინამძღვარ ჩვენდა იქმენ და ჭამადი ჩვენი შენ ქუეშე იყოს.7.და მიმგებელმან მას დღესა შინა თქვას: არა ვიყო მე თქვენდა წინამძღვარ, რამეთუ არა არს სახლსა შინა ჩემსა პური, არცა სამოსელი. არა ვიყო მე წინამძღვარ ერისა ამის.8.რამეთუ დატევებულ იქმნა იერუსალემი, და იუდეაჲ დაეცა და ენანი მათნი უშჯულოებით უფლისა მიმართ ურწმუნოებენ.9.მით, რამეთუ აწ დამდაბლდა დიდება მათი და სირცხჳლი პირისა მათისა აღუდგა მათ, და ცოდვა მათი, ვითარცა სოდომელთაჲ, მიუთხრეს და გამოაჩინეს ვაჲ სულისა მათისა მით, რამეთუ განიზრახეს განზრახვა ბოროტი ძჳნად თავთა მათთა.10.და მეტყუელთა: შევკრათ მართალი, რამეთუ ძნელ საჴუმეველ არს ჩუენდა. აწ სადმე ნაშრომთა საქმეთა მათთასა ჭამდენ.11.ვაჲ უშჯულოსა, ბოროტნი საქმეთაებრ მისთა თანა შთავიდენ მისსა.12.ერო ჩემო, მეხარკენი თქვენნი მოგკუფხლვენ თქვენ! და მიმჴდელნი გეუფლებიან თქვენ. ერო ჩემო, მნეტარებელნი თქვენნი გაცთუნებენ თქვენ და კუალებსა ფერჴთა თქვენთასა აღაშფოთებენ.13.არამედ აწ დადგის სასჯელად უფალი და დაადგინოს შჯად ერი თვისი.14.თჳთ უფალი საშჯელად მოვიდეს მოხუცებულთა თანა ერისათა და მთავართა თანა მისთა, ხოლო თქვენ რად მოსწჳთ ვენაჴი ჩემი და ნატაცები გლახაკისაჲ, სახლთა შინა თქვენთა?15.რად ჰმძლავრობთ თქვენ ერსა ჩემსა და პირსა გლახაკთასა არცხუენთ? ამას იტყჳს უფალი, მეუფჱ საბაოთ.16.ამათ იტყჳს უფალი მათ წილ, რომელ ამაღლდეს ასულნი სიონისანი და ვიდოდეს ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თვალთათა, და სლვასა ფერჴთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერჴებითა თანად მომღერალნი.17.და დაამდაბლებს უფალი მთავრობათა ასულთა სიონისათა და უფალი გამოაცხადებს სახესა მათსა.18.მას დღესა შინა და მოსპობს უფალი დიდებასა შემოსილებისა მათისასა და შეწყობილებასა მათსა.19.და შესაკრველთა ფესუედთა და ქედისა სახუეველთა მკობილთა.20.და მოსაბლარდნელსა და სამკაულსა პირისა მათისასა და შეწყობასა სამკაულისა დიდებისასა და დასტანაგებსა და სალტებსა და შეთხზულებსა21.და ბეჭდებსა და სამარჯუნეებსა და საყურებსა22.და პორფირისგარეთა და საშუალთა პორფირთა და ზედასასხმელთა სასახლეთა და საჩინოთა ლაკონიკურთა.23.და ბისსონისათა და ჳაკინთისათა და ძოწეულთა და ბისსონსა ოქროჲსა თანა და ჳაკინთისა თანამოქსოილსა და თერისტროთა განტკეცილთა.24.და იყოს ნაცვლად საყნოსისა ტკბილისა მტუერი და ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს საქმეთათჳს შენთა. და ნაცვლად შესამოსლისა შუა პორფირისასა გარემოირტყა ძაძაჲ.25.და ძე შენი უკეთესი, რომელი გიყვარს, მახჳლითა დაეცეს და შემძლებელნი თქვენნი მახჳლითა დაეცნენ.26.და დამბალბდენ და გოდებდენ შთასადებელნი სამკაულისა თქვენისანი და დაშთე მხოლოჲ და ქვეყანად მიმართ დაიატაკდე.
„აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა“ ().
1.
როგორც საუკეთესო ექიმი ხან წვავს, ხან კვეთს, ხანაც მწარე წამლებს აძლევს და ამგვარად ავადმყოფთა ჯანმრთელობას განაგებს, ასევე კაცთმოყვარე ღმერთიც მრავალგვარი და განსხვავებული სასჯელებით იუდეველთა მოშლილსა და დაცემულ მდგომარეობას კვლავ შეკრავს: ხან ბარბაროსთა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...აკაცსა, ძალსა პურისა და წყლისასა, გმირსა და ძლიერსა, და კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა, და წინაჲსწარმეტყუელსა და განმაწესებელსა, და მოხუცებულსა და ერგასისთავსა, და საკჳრველსა მზრახვალსა, და ბრძენსა ხუროჲთმოძღუარსა, და გულისჴმისმყოფელსა მსმენელსა. და დავადგინნე ყრმანი მთავრად მათა, და მემღერნი უფლებდენ მათ ზედა“.
ემღერდეს უბადრუკნი იგი უფალსა და არა ხედვიდეს, ვითარმედ აღესრულოს მათ ზედა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ: „მემღერნი უფლებდენ მათ ზედა“.
ხოლო ნათელი ჭეშმარიტად მიეღო მათ, რამეთუ იტყჳს იერემია: „მოვსპო მათგან ჴმაჲ სიხარულისაჲ და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და სძლისაჲ, სურნელებაჲ ნელსაცხებელისაჲ და ნათელი სანთლისაჲ“.
მისცეს უფალი წარმართთა მოკლვად, და არა განიცდიდეს ბრმანი, ვი-თარმედ შემდგომად მცირედისა იგინი შეიგინნენ წარმართთა შორის, და სამკჳდრებელსა მათსა შევიდენ წარმართნი.
უარ-ყვეს უფლისა მეუფებაჲ და არა სცნობდეს, ვითარმედ წარიწყმედენ პატივსა მას დავითისსა; რამეთუ მისდა განმზადებულ იყო მეუფებაჲ დავითისი, და მოსლვადმდე მაცხოვრისა მოიწია იგი, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელებდა მამათმთავარი იაკობ, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:
...ვეს უფალი და განარისხეს წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ“.
„ვაჲ სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი თავისა თჳსისაჲ: შევკრათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს. აწ უკუე ნაყოფსა საქმეთა მათთასა ჭამდენ. ვაჲ უშჯულოთა მათ, რამეთუ ბოროტი შეემთხჳოს მათ“. ამას ეწამების იერემია და იტყჳს: „ესრეთ იტყჳს უფალი: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ? რამეთუ განდგეს იგინი ჩემგან შორად. რამეთუ ორი ბოროტი ქმნა ერმან ამან: მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისაჲ ცხოელისაჲ, და ითხარეს თავისა მათისა ჯურღმული ჴურელოვანი“. და მერმე იტყჳს: „მრქუა მე უფალმან: იხილე, რაჲ მიყვეს მე მკჳდრთა იერუსალჱმისთა? ჩემ ზედა იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი და თქუეს: მოედით და შეურიოთ ძელი პურსა მისსა და მოვსპოთ იგი ქუეყანით ცხოველთაჲთ და სახელი მისი არღარა მოვიჴსენოთ მერმე. მაშინ ვიხილენ ზაკულებანი მათნი. ხოლო მე, ვითარცა კრავმან უმანკომან, მიგურასა ჩემსა დაკლვად არა ვაგრძენ. ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი კაცთა მათ ზედა, მეძიებელთა სულისა ჩემისათა: აჰა ესერა მე ძიება-ვყო მათ ზედა: ჭაბუკნი მათნი მახჳლითა მოისრნენ, და ძენი და ასულნი მათნი აღესრულნენ სიყმილითა, და არღარა იყოს...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფაჲსსა მღდელთმოძღურისასა და ზრახვაყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იყოს ერსა შოვრის“ (26,3-5).:
...არიან. რამეთუ ოდეს-იგი თანამდებთაცა სიკუდილისათა ჯერ-იყო განტევებაჲ, მაშინ უღმრთოთა მათ უბრალოჲ იგი მოკლეს, რომელმან ბევრეული კეთილი უყო მათ. კე-თილად მისცა მათ პირველვე ესაია ვაებაჲ და თქუა: „ვაჲ სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი და თქუეს: შევკრათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს“. გარნა აწ ამის პირისათჳს სიტყუასა დრო-ვსცეთ, რამეთუ წინამდებარე არს ჩუენდა მრავალი თქუმად ამის ჯერისათჳს.
სწავლაჲ ოთ საშინელისა მისთჳს საშჯელისა
ხოლო კუალად ზემოწერილნი იგი სიტყუანი მოვიჴსენნეთ და მცირედ მათთჳს სიყუარულისა თქუენისა მიმართ ვიტყოდით. გულისხმა-ვყოთ, საყუარელნო, რამეთუ ყოველთავე წარდგომაჲ გჳჴმს წინაშე საყდარსა ქრისტეს[ს]ა და სიტყჳსა მიცემაჲ საქმეთა ჩუენთათჳს. გამოვსახოთ გონებათა ჩუენთა იგი სამშჯავროჲ, ვითარმცა აწ მოწევნულ არს, და სიტყჳსგებაჲ თანაგუაც. შევედინღა კაცად-კაცადი გონებასა თჳსსა და შემოიღენ შორის ყოველივე, რომელიცა მუნ გამოჩინებად არს. არა შეძრწუნდაა თი-თოეული? არა განცჳბრდითა? მე მოვიჴსენე და ძრწოლაჲ შემედვა, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა.
ხოლო უკუეთუ აწ ჴსენებითა ოდენ შევძრწუნდით, რაჲ-მე ვყოთ, ოდეს ჭეშმარიტად მოიწიოს, ოდეს ყოველნივე ადამიანნი ერთად შეკრბენ, ოდეს ანგელოზნი და ანგელოზთმთავარნი განწ...