მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 35:6

5. მაშინ აღეხუნეს თუალნი ბრმათანი. და ყურთა ყრუთასა ესმოდის.6. მაშინ ვლდებოდის კოჭლი, ვითარცა ირემი, და ცხად იყოს ენაჲ ძლით მზრახვალი, რამეთუ გამოეცა უდაბნოს შინა წყალი და ჴევი შორის ქუეყანასა წყურიელსა.7. და ურწყული იყოს მწურნებად, და ქუეყანასა შინა წყურიელსა წყარო წყლისა იყო. მუნ სიხარული მფრინველთა, საყოფელი სამწყსოთა და მწყურნები ლელწმისა, და არა წარჰჴდეს მუნ არაწმიდაჲ.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 35
6. მაშინ ვლდებოდის კოჭლი, ვითარცა ირემი, და ცხად იყოს ენაჲ ძლით მზრახვალი, რამეთუ გამოეცა უდაბნოს შინა წყალი და ჴევი შორის ქუეყანასა წყურიელსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. საღვთო წერილის გულმოდგინე კვლევის შეგონება:

...ირისა ჩემისასა"** (), მისი დიდებისა და ჩვენი აღშენებისთვის. მაშასადამე, მთელი იმედი ზეგარდმო მადლზე დავამყაროთ და შემწეობისთვის მას მოვუხმოთ, ვინც „განაბრძვნის ბრმანი" () და „ენაჲ ძლით მზრახვალი" მკვეთრს ხდის (), და შევუდგეთ ახლახან წაკითხულის განხილვას; და რასაც მისი კაცთმოყვარეობით მოგვანიჭებს, იმასვე წარუდგენთ თქვენ, საყვარელნო. მხოლოდ, გთხოვთ, დაძაბეთ თქვენი გონება და, ყოველგვარი ამქვეყნიური ფიქრი განდევნეთ რა, ყურადღებით ისმინეთ წარმოდგენილი, რათა ჩვენც შევძლოთ სულიერი თესლი თითქოსდა ნოყიერსა და ნაყოფიერ მიწაში ჩავყაროთ, სარეველა ბალახებისა და ეკლებისგან განწმენდილში. „ესე შობანი ნოესი: ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე", — ნათქვამია. ამით გუშინდელი სწავლება დასრულდა; ამიტომ უნდა შემოგთავაზოთ ის, რაც შემდეგ მოსდევს. „და შვნა ნოე სამნი ძენი: სემი, ქამი, იაფეთი", — ნათქვამია. უმიზეზოდ არ მიუთითა საღვთო წერილმა მართლის ძეთა დროზეც და რიცხვზეც; არა, ამითაც მას სურდა ჩვენთვის, თუმცა არა პირდაპირ, ეჩვენებინა მისი სათნოების საკვირველი სიდიადე. ზემოთ მან თქვა, რომ **„იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა"...

სრულად ნახვა