...აჲთ და ჩანნ ვიდრე კიდედმდე მისა.
ხოლო აწ არა არს ჟამი ესევითართა მათ სასწაულთაჲ, რამეთუ მოსრულ ვარ ვნებათა თავს-დებად და სიკუდილისა, რაჲთა ვიჴსნნე კაცნი მძლავრებისაგან სიკუდილისა, და მას აღვასრულებ წინაჲსწარმეტყუელებასა, რომელ იტყჳს, ვითარმედ: „არა ჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს უბანთა ზედა ჴმაჲ მისი“. და კუალად სხუაჲ წინაჲსწარმეტყუელი ღაღადებს: „გარდამოჴდეს, ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა“, რამეთუ მდუმრიად და სიმშჳდით მოსლვასა ჩემსა მოასწავებს.
ხოლო უკუეთუ ფარაოჲს ზედა და სხუათა მათ წარმართთა ზედა ქმნილთა მათ სასწაულთა იჴსენებთ და იტყჳთ, თუ რად არა ესევითარსა ვიქმ აწ, გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მაშინ ბრძოლისაგან ხილულთა მათ მტერთაჲსა ჯერ-იყო ჴსნაჲ ერისაჲ მის, და საჴმარ იყვნეს ესევითარნი იგი სასწაულნი, ხოლო აწ უხილავისა მის მძლავრისაგან მოსრულ ვარ ჴსნად კაცთა, და არა საჴმარ არს ესევითართა სასწაულთა საქმე. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავთ: ვითარ გიჩუენნე უმრავლესნი სასწაულნი, რომელ-თა-ეგე აღსრულებულნი ესე არა გრწმანან? რომელნი, უკუეთუმცა არა ესრეთ უგულისჴმო იყვენით, ფრიად უზეშთაეს არიან პირველქმნილთასა. რამეთუ რაჲმცა ესწორებოდა სასწაული მიტევებასა ცოდვათასა და აღდგინებასა მკუდართასა და გ...