მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 47:12

11. და მოიწიოს შენ ზედა წარწყმედა, და ვერ აგრძნა მთხრებლი და შთავარდე მას შინა და მოიწიოს შენ ზედა საარებულებაჲ და ვერ გეძლოს წმიდა-ქმნად და მოიწიოს შენ ზედა მეყსა შინა წარწყმედა და ვერ სცნა.12. დადეგ აწ სახრვათა მიერ შენთა და მრავლისა მწამლველობისა შენისა, რომელთა ისწავებდ სიჭაბუკით შენითგან, უკუეთუ შეუძლო რგებად შენდა.13. უკეთუ ვითარ უძლო განძლიერებად, დაჰშუერ განზრახვათა შინა შენთა, დადგე და განგამართლედ შენ ვარსკულავთმეტყუელთა ცისათა, ამღებელთა ვარსკულავთასა, მიგითხრედ შენ, რაჲ გულვებად არს მოსლვად შენ ზედა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 47
12. დადეგ აწ სახრვათა მიერ შენთა და მრავლისა მწამლველობისა შენისა, რომელთა ისწავებდ სიჭაბუკით შენითგან, უკუეთუ შეუძლო რგებად შენდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).:

...ელსა ისწავებდ სი-ჭაბუკითგან შენით, უკუეთუ შეუძლო სარგებელ-ყოფად თავისა შენისა. დადეგ აწ და გეჴსენედ ვარსკულავისმეტყუელთა ცისათა, რომელნი-იგი ხედვედ ვარსკულავთა, გითხრედღა, რაჲ-იგი მოწევნად არს შენ ზედა. აჰა ეგერა ყოველნი, ვითარცა ქარქუეტნი, ცეცხლითა დაიწუნენ და ვერ განირინნენ თავნი მათნი ალისა მისგან“. აჰა ესერა ზოგად აჴსენნა მისანნი და გრძნეულნი და ვარსკულავთმეტყუელნი და ყოველნივე დასაწუველად ცეცხლითა შეჰრაცხნა; და ჭეშმარიტად დიდი ცოდვაჲ არს და გარდამატებული ურჩულოებაჲ ვარსკულავთმრაცხელთა და ვარსკულავისმეტყუელთაჲ იგი ცუდადმეტყუელებაჲ, რამეთუ საქმეთა ამათ, რომელნი ჴელმწიფებასა შინა ჩუენსა არიან და თჳთმფლობელითა მით ნებითა ჩუენითა ვჰყოფთ კეთილსაცა და ბოროტსაცა, აჩემებენ იგინი მიზეზსა მათსა ვარსკულავთა და არა გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ ესევითარსა მას ზრახვასა შინა ფრიად არს უგუნურებაჲ და უმეტეს არს უსჯულოებაჲ.

უკუეთუ ვარსკულავნი ბუნებით მავნებელ არიან და ბოროტისმომატყუებელ, უკუეთუ ბოროტი იგი ნებითა მათითა არს, ცხოველ ვიდრემე არიან იგინი და აქუს მათ ნებაჲ და იძრვიან ჴელმწიფებითა თავისა თჳსისაჲთა. არამედ ესე ტყუილი უფროჲს არს ყოვლისა სიცრუისა, რამეთუ არა აქუს ვარსკულავთა ნებაჲ, არცა სულიერ არიან, არცა ჴელმწიფებითა თავისა თჳსისაჲთ...

სრულად ნახვა