...მათ 11:28). და კვლავ, წინასწარმეტყველის პირით ღაღადებს და ამბობს: „ნუ დაივიწყოს დედაკაცმან ყრმისა თჳსისა, ანუ არ შეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი, დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ, - იტყჳს უფალი, -" (). რაოდენი სიყვარულის სიტყვებია ესენი! და კვლავ: „მოიქეცით ჩემდა" (); და კიდევ სხვაგან: „მოიქეცით ჩემდამო და სცხოვნდეთ" (). ხოლო თუ ვინმე ქებათა წიგნიდანაც მოისურვებს არჩევას, მოისმენს, როცა ამას უფრო საიდუმლოდ გაიგებს, როგორ ესაუბრება იგი თითოეულ მისთვის შესაფერის სულს: „შუენიერო ჩემო" (), „ტრედო ჩემო" ().
რა არის ამ სიტყვებზე უფრო ტკბილი? ხედავ ღმერთის საუბარს ადამიანებთან? და რა ვთქვა, მითხარ...