5.და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.6.ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.7.და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ, ვითარცა-იგი წარმართთაგანი, რამეთუ ჰგონებედ, ვითარმედ მრავლის-მეტყუელებითა მათითა ისმინოს მათი.8.ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ-იგი გიჴმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან.9.ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი,10.მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.11.პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს12.და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა,13.და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ. ამენ.14.რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან.15.ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი.
16.და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.17.ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი,18.რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ.
19.ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.20.ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.21.რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.22.სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს.23.უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?24.ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.25.ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა?26.მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა?27.ანუ ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?28.და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ.29.ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი.30.უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროჲს თქუენა, მცირედ-მორწმუნენო?31.ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ?32.რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი.33.ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.34.ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათდა“ (6,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მიუთხრა ყოველი წესი საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ და უჩუენა გზაჲ სისრულისაჲ, აწ კუალად ჴელ-ჰყოფს ვნებასა მასცა, ყოველთა ვნებათა უმძლავრესსა, უჩინო-ყოფად კაცთაგან, რომელ არს ცუდადმზუაობრობაჲ, რომელი-იგი შეუდგს და თანაჰყვების მოქმედთა სათნოებისათა, რაჲთამცა ცუდ-ყვნა შრომანი მათნი. ხოლო პირველითგან არარაჲ თქუა ამისთჳს, რამეთუ არცა საჴმარ იყო პირველ სწავლისა ყოფად...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად“ (6,16).
კეთილ არს ამას სიტყუასა ზედა დიდად სულ-თქუმაჲ და მწარედ გოდებაჲ, რამეთუ არა ხოლო თუ ორგულთა ვჰბაძავთ, არამედ მათცა ფრიად გარდავემატებით, რამეთუ ვიცნი მრავალნი ჩუენ შორის, რომელნი არა ხოლო თუ იმარხვენ და ეჩუენებიან კაცთა, არამედ არცა თუ იმარხვენ და მარხვასა იჩემებენ და სახესა მმარხველობისასა უჩუენებენ კაცთა და მიზეზსა წინაგჳყოფენ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისა მის თავსიდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს“ (6,24).
ჰხედავა, ვითარ მცირედ-მცირედ წარმავალთა ამათ და განხრწნად-თაგან განგუაშორებს და მრავლით კერძო მოძღურებასა მას უპოვრებისასა შემოიღებს და მძლავრებასა მას ვეცხლისმოყუარებისასა განიოტებს? რამეთუ არა კმა-ეყვნეს ზემოთქუმულნი იგი მრავალნი და ძლიერნი სწავლანი, არამედ სხუანიცა შესძინა უმრავლესნი და უსაშინელესნი სიტყუანი.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის: არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ: არცაღა თუ სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“ (6,28-29).
თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველად თქუა საზრდელისათჳს და გამოაჩინა, ვი-თარმედ არა ჯერ-არს ამისთჳს ზრუნვაჲ, და აწ უადვილესისა მიმართ შეცვალა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ არა ესრეთ საჭირო არს სამოსელისა საჴმარი, ვითარ საზრდელისაჲ.
ხოლო რაჲსათჳს არა იჴმარა აქაცა იგივე სახე მფრინველთაჲ, რამეთუ არიან...
1. ეკრძალენით ქველის-საქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელი არა გაქუნდეს მამისა თქუენისაგან ზეცათაჲსა. - აგვიყვანა რა სათნოებათაგან ყველაზე მაღალთან - სიყვარულთან, ამჯერად უფალი წინ აღუდგა პატივმოყვარეობას, რომელიც კეთილ საქმეებს მოსდევს. ყურადღება მიაქციე, რას ამბობს: მოერიდეთო, თითქოს მძვინვარე მხეცზე ამბობდეს, რომელსაც უნდა მოერიდო, რათა არ დაგგლიჯოს, მაგრამ თუნდაც წინაშე კაცთა ქველმოქმედებდე, ოღონდ არა თავის...
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი
ეს ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ხშირად გესმის თქვენ ძმანო ქრისტიანენო, ყოველს წირვაზედ და ცისკარზედ. ამ ლოცვით დავიწყებთ ჩვენ ყოველთა სხვათა ლოცვათა, როგორადაც ეკკლესიაში, ეგრედვე ჩვენს საკუთარს სახლში. ეს ლოცვა არის უწმიდესი და უმაღლესი ყოველთა სხვათა ლოცვათა, მისთვის, რომელ იგი გვასწავა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან. მე მსურს განგიმარტო, ანუ აღგიხსნა თქვენ ეს ლოცვა. ოდეს კაცი იტყვის რომელსამე ლოცვასა, კარგად თუ არ ესმის...
ხვალითგან, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, დაიწყება დიდი მარხვა, ესე იგი დღენი ლოცვისა, მარხვისა, სინანულისა და ყოვლისა სულიერისა, ხოლო დღეს წაკითხული სახარება შეგვაგონებს, რომ წინაპირველად შევურიგდეთ, მივუტევოთ ურთიერთსა ყოველნი შეცოდებანი და ბრალნი. გარეშე ამის პირობისა უსარგებლო იქნება ლოცვა, მარხვა და ყოველი სულიერი შრომა. ვისაც გულში აქვს ვისმესთან...
საყვარელნო, ძმანო, ქრისტიანენო! ვგონებ, რომელ მრავალნი თქვენ შორის ემზადებით ხვალისათვის ზიარებასა და დღეს უნდა სთქვათ აღსარება წინაშე მოძღვრისა თქვენისა, ამისთვის მსურს წინადაგიგო თქვენ რაოდენიმე ჰაზრი მას ზედა, თუ რაი არს აღსარება, ვინ და რისთვის დააწესა აღსარება, და უმეტესად, როგორ უნდა მოემზადოს ქრისტიანე აღსარებისათვის, უკეთუ სურს მიიღოს მისგან სრული სარგებლობა სულიერი.
მონანება და აღსარება არს ერთი შვიდთა საიდუმლოთაგანი. საიდუმლონი, ვითარცა უწყით თქვენცა, დააწესა უფალმან ჩვენმან იესო...
ძველითგან მიღებულისა ჩვეულებისა-მებრ მართლ-მადიდებელსა ეკლესიასა შინა, აწინდელსა დღესა ქრისტიანენი გამოითხოვენ შენდობასა ურთიერთთა შორის, შეურიგდებიან ერთი მეორეს და მიუტევებენ, რაიცა ჰქონდათ უკმაყოფილება ანუ გულ-ნაკლულევანება ერთს მეორესაზედა. ამისათვის ეწოდებოდა დღესა ამას კვირიაკე შენდობისა. ნუ დავივიწყებთ ჩვენცა. ძმანო მართლ-მადიდებელნო, წმიდასა ამას ჩვეულებასა, აღვასრულოთ იგი გულ-წრფელად. მიხედეთ, რა სახით შეგვაგონებს მაცხოვარი აღსრულებასა ამა მცნებისასა: უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა...
და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა იგიორგულნი, მწუხარე (მათე 6,16).
აწინდელსა სახარებასა შინა მაცხოვარი გვაძლევს მცნებასა მარხვისასა და კიდეც გვასწავლის, როგორ უნდა ვიმარხვიდეთ. არცერთს მცნებას ისე ხშირად არ არღვევენ აწინდელი ქრისტაინენი, როგორც ამ მცნებას, ზოგნი დაუდევნელობით, ზოგნი მით, რომ დიდად არაფრად მიაჩნიათ მარხვა, და ზოგნი კიდევ სხვადასხვა მიზეზებისა გამო,. რა ზომად დავიწყებულია ჩვენს დროში ქრისტიანეთა შორის მარხვა ამაზე მოგითხრობთ თქვენ ერთს ნამდვილ შემთხვევას, ყოვლად...
მოკლე არს, ძმანო, დღეს წაკითხული სახარება; იგი იპყრობს თვის შორის არა უმეტეს რვათა მუხლთა, გარნა რაოდენნი მშვენიერნი და ღრმანი არიან მას შინა ჰაზრნი! ორთა პირველთა მუხლთა შინა აწინდელისა სახარებისასა მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რათა მიუტევებდეთ მოყვასთა შეცოდებათა მათთა და აღგვითქვამს ჩვენ, რომ მხოლოდ ამ პირობით მამაცა ჩვენი მოგვიტევებს ჩვენ შეცოდებათა ჩვენთა. სამთა სხვათა მუხლთა შინა იგი გვაფრთხილებს ჩვენ, რათა არა ვმარხულობდეთ მსგავსად ფარისეველთა, ესე იგი გარეგანითა სახითა, საჩვენებლად კაცთა,...
სიტყვათა ამათ შინა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამხილებს ქრისტიანეთა მათ, რომელნი არიან დაუდგრომელნი და შერყეულნი მსახურებასა შინა ღვთისასა; ერთს წამს არიან ერთგულნი და მხურვალენი გულითა ღვთის-მსახურებასა შინა, ხოლო მეორე წამს წარიტაცებიან სოფელსა ამის სიყვარულითა. აქვსთ სურვილი, რათა აღასრულონ მცნება ღვთისა, გარნა ხშირად დაემონებიან მამონასა, ერთი სიტყვით, ჰცდილობენ შეაერთონ ღვთის-მსახურება და მამონისა მონება.
აწინდელნი ქრისტიანენი ცხოვრებისამებრ თვისისა განიყოფიან სამ-ნაწილად. ერთი კერძო,...
ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა დასიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ (მათე 6, 33).
დღეს, ჩვეულებისამებრ, ყოველნი კაცნი მიულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს და ისურვებენ ერთმანეთისათვის ახალს ბედნიერებას და ახალს სიხარულს. ბედნიერება, კეთილ-წარმატება, სასიხარულო დღეები - აი რას ელტვიან ყველანი და რას ისურვებენ ერთმანეთისათვის, აკვნიდგან თვით საფლავამდის. ესრეთი მისწრაფება კაცთა ბედნიერებისადმი, არის თვით ბუნებრივი და კანონიერი მოთხოვნილება. კაცის ბუნება უნებლივად...
ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსაღმრთისასა და სიმართლესა მისსა (მათ. 6, 33).
როგორ ჰფიქრობთ, ძმანო ჩემნო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, რით იწყო მაცხოვარმა ქადაგება თვისი ქვეყანაზე, რა საგანზე სთქვა მან პირველი თვისი სიტყვა ერისადმი? პირველი სიტყვა იესო ქრისტესი, როდესაც იწყო მან ქადაგება სახარებისა, იყო სასუფეველსა ზედა ღვთისასა: და შემდგომად მიცემისა იოანესა მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებას სასუფეველისა ღუთისასა, და იტყოდა, ვითარმედ აღსრულებულ არ ჟამი და მოახლოებულ არს...
სიტყვათა ამათ შინა, ძმანო ქრისტიანენო, მაცხოვარი გვასწავებს ჩვენ, რათა პირველი და უმთავრესი ზრუნვა და მეცადინეობა ჩვენი ქვეყანასა ამას შინა იყოს შეძინება ღვთის სასუფევლისა და სიმართლისა მისისა; ხოლო სხვა ყოველი, რაიცა არს საჭირო ჩვენისა ხორციელისა ცხოვრებისათვის, თავის თავად და უადვილესად მოგვეცემა ჩვენ გამოვიკვლიოთ დღეს, რაი არს სასუფეველი ღვთისა? სად უნდა ვეძიებდეთ მას და რა სახით? და რა სახით შეიძლება, რომ თვით ღვთის სასუფევლისა და სიმართლისა მისისა შეძინებამ გაგვიადვილოს და შეგვეწიოს...
ჰაზრი, რომელიც გამოსთქვა მაცხოვარმან სიტყვათა ამათ შინა დღეს წარკითხულისა სახარებისათა, არის ფრიად უცხო და განსაკვირვებელი კაცობრივისა გონებისათვის. ჩვენ ყოველნი ესრეთ ვფიქრობთ, რომელ ვინც ეძიებს მხოლოდ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა, ესე იგი, ვინც მხოლოდ ზრუნავს მისთვის, რათა აღასრულოს სახარება ქრისტესი, მიიღოს ღვთისაგან შენდობა ცოდვათა თვისთა და ესრეთ აცხოვნოს სული თვისი, იმ კაცმან უნდა დაივიწყოს ყოველი სოფლიური საქმე და უნდა წინადვე მზად იყოს და იცოდეს, რომელ ამ ქვეყანაში მას არ...
...ვაჭრობასა ამას ხენეშსა, რომელ ღმერთსა მოუპყრიეს მარჯუენე მოცემად სასყიდელთა გამოუთქუმელთა, და შენ გარემიაქცევ მას და კაცთაგან ეძიებ სასყიდელსა, რომელნი ყოვლადვე არარას მიგცემენ?
არა გესმისა სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: ყოველივე, რომელიცა ვინ კაცთა საჩუენებელად ქმნას, წარუწყმედიეს სასყიდელი თჳსი? რამეთუ ყოველსავე ზედა საქმესა ზუაობაჲ ბოროტ არს, ხოლო უფროჲს ყოვლისა - ქველისსაქმესა ზედა. ვითარ უკუე ვიჴსნეთ თავნი ჩუენნი ამის ბოროტისა ვნებისაგან?
უკუეთუ მოვიგოთ გულისჴმის-ყოფაჲ, ვცნათ, თუ ვინაჲ ვეძიებდეთ დიდებასა. მითხარღა, საყუარელო, ვინ არს მოძღუარი და შჯულისმდებელი ქველისსაქმისაჲ და სხუათა მათ სათნოებათაჲ? საცნაურ არს, ვი-თარმედ ღმერთი, რომელმან წესი ესე დაგჳდვა და ყოველივე უცთომელად უწყის.
ხოლო შენ, უკუეთუ ასპარეზსა ისწავლიდე, ანუ რკინობასა, ანუ ფილოსოფოსობასა, ვისა წადიერ ხარ ჩუენებად ჴელმარჯუეობისა და გონიერებისა და სიმჴნისა შენისა? მასწავლელსა მას შენსა ანუ ღჳნისმოფარდულთა და მხლისმსყიდელთა და მეთევზურთა, რომელთაგან არცა ერთი გაქუს სარგებელი? მე ვჰგონებ, თუ მრავალთა მათ და უსწავლელთა ერთა არცა ერთი გაქუნდეს ზრუნვაჲ, არამედ მისა ხოლო ჰხედვიდი, რომელიიგი უფალ არნ საქმისა მის შენისა.
...ელად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ"** (მათ 6:17–18). და კვლავ: „ხოლო რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი" (). ხედავ, როგორ ამქვეყნიური დიდების მაძიებელს იქაური (საუკუნო) დიდება ეკარგება, და, პირიქით, სათნოების აღმსრულებელი ამ მცნებისამებრ, ვინც ადამიანებისგან მის დაფარვას ცდილობს, უფლისგან ჯილდოს აშკარად მიიღებს იმ საშინელ დღეს. „მამამან შენმან, — ნათქვამია, — რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ"; ანუ ნუ ფიქრობ იმაზე, რომ არცერთმა ადამიანმა არ გაქო შენ და, რომ შენ ფარულად აღასრულებ სათნოებას; არა, იფიქრე იმაზე, რომ ცოტა ხნის შემდეგ უფლის სიუხვე იმდენად დიდი იქნება, რომ ის სათნოების ღვაწლისთვის შენ გადიდებს, გვირგვინს დაგადგამს და გაჯილდოებს არა ფარულად, არა საიდუმლოდ, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე, ადამიდან მოყოლებული ქვეყნის აღსასრულამდე. მაშ, რა გამართლების ღირსნი იქნებიან ისინი, ვინც სათნოების შრომა კი იტვირთეს, მაგრამ მსგავსი ადამიანებისგან მომდინარე დროებითი, უმნიშვნელო და დიდებისმოყვარეობის გამო ზეციური დიდება დაკარგეს?...
მოციქულისაჲ: რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი, მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა მამაო! (8,15).:
...თა, რომელი-ესე ძეობისა სასწაული არს. რამეთუ ძე არა სასყიდლისათჳს სამუშაკოჲსა, არამედ სასოებითა მამულთა კეთილთა მკჳდრობისაჲთა იქმნების აღმასრულებელ ბრძანებათა მამისა თჳსისათა, რომლითა ჩუენცა გამოვაჩინებთ უსაკუთრესსა ძეობასა და ზეცათა კეთილისა მკჳდრ ჩინებულობასა, რაჟამს ვჴმობდეთ: "მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა" (), ვითარ-იგი გუასწავა მაცხოვარმან. ამისთჳსცა მოციქულმან დაჰრთო ებრაული სიტყუაჲ [... ... აბბა], რომელი გამოითარგმანების: "მამაო", რაჲთა ცხად-ყოს უმეტესი საკუთრებაჲ შვილებისა ჩუენისაჲ.
სხუაჲ ჳკუმენისი: ვითარ-იგი ყოველივე ჰურიათაჲ აჩრდილ და სახე იყო ჩუენისა ამის, ეგრეთვე ძეობაჲცა; რამეთუ ფრიად უმაღლეს არს მათსა მას სახესა ჩუენი ესე ჭეშმარიტებაჲ.
მოციქულისაჲ: იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი, ხოლო უკუეთუ შვილ, — მკჳდრცა; მკჳდრ ღმრთისა თანა და თანამკჳდრ ქრისტესსა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ. (8,16-17).