...; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა“** ()? და ესაიაც ქრისტეს შესახებ ამბობს: „მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა“ (), საკრველებში მყოფთ რომ ეუბნება: „საკრველთშინანი გამოვედით“ (). ამრიგად, ეს საკრველები განხეთქა და არა მხოლოდ გახსნა; რადგან განხეთქა გახსნაზე მეტს ნიშნავს. თუ ვინმეს სულიერი აზრითაც სურს ამის გაგება და ამ საკრველებში ცოდვათა საკრველები და მთელი ძველი კაცი იგულისხმოს, შესაფერის აზრს არ ასცდება. არსებობს კიდევ სხვა, უმშვენიერესი საკრველიც, რომელსაც პავლე მუდამ ატარებდა და ამბობდა: „პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი“ (). და კვლავ: „რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ“ (). „შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა“ (). ნახე, როგორ ზემოთაც...
8. ესრეთ იტყჳს უფალი: ჟამსა შეწყნარებულსა შევისმინე შენი, და დღესა შინა მაცხოვარებისასა შეგეწიე შენ, და მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა, დაწყნარებად ქუეყანისა და დამჳდრებად სამკჳდრებელთა უშენთა.9. მეტყუელად წარმართთა საკრველთშინანი გამოვედით და ბნელისშინანი გამოჩნდით, შორის ყოველთა გზათა ძოვდენ და შორის ყოველთა ალაგთა საძოვარი მათი.10. არ მოემშიოს, არცა მოეწყუროს, არცა დასცნეს იგინი სიცხემან, არცა ავნოს მზემან, არამედ, რომელსა ეწყალიან იგინი, ნუგეშინის-სცემენ მათ. წყაროებისა მიმართ წყალთაჲსა მიიყვანნეს იგინი.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 49