...იდევნებიან და ამის გამო დევნილთ არც შეწყალება აქვთ. პილატემ აცემინა იესო, ანუ გააშოლტინა, ან იმიტომ, რომ იუდეველნი გაეხარებინა, ან კიდევ საჩვენებლად იმისა, რომ იგი თვითონაც დასაჯა და ჯვარზე უკვე არა უდანაშაულო კაცი გაეკვრებოდა, არამედ პატივაყრილი. ასე ასრულდა წინასწარმეტყველება: ბჭენი ჩემნი მე მივეც წყლულებად ().
27:27-32 — შეურაცხყოფა და ჯვარის გზა
27-30. მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგინეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. - მაშინ ასრულდა სიტყვა დავითისა: საყუედრელად უგუნურსა მიმეც მე (). რადგან მეომრები უგენურნი იყვნენ და ისე იქცეოდნენ, როგორც შეეფერებოდათ: ვითარცა მეფე, პორფირის ნაცვლად ქლამინდით შემოსეს, ნაცვლად სკიპტრისა ლერწამი მისცეს, ხოლო დიადემის მაგივრად - ეკლის გვირგვინი; დაცინვით თაყვანს სცემდნენ, რადგანაც მუხლის მოყრა თაყვანისცემის ნიშანია. ნახე, რო...