...ალს მშჳდობაჲ, ანუ თუ წარვალს, და არა თუ კადნიერებისაგან ხოლო მოძღუართაჲსა.
აწ უკუე ნუ ვჰგონებთ, თუ მცირედ დაჭირვებაჲ არს ესევითარისა მშჳდობისაგან დაკლებაჲ; არა გესმისა, ვითარ შეამკობს მას წინაჲსწარმეტყუელი და იტყჳს: „ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მშჳდობისათანი, რომელნი ახარებენ მშჳდობასა და კეთილთა?“ ეგრეთვე უფალი სიკეთესა მას მშჳდობისასა მოასწავებს და ეტყჳს მოწაფეთა: „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მოგცემ თქუენ“.
აწ უკუე ვისწრაფოთ, რაჲთა მშჳდობასა მას არა დავაკლდეთ, რამეთუ აჰა ესერა წინამძღუარნი ეკლესიისანი მისცემენ მშჳდობასა, და ესე მშჳდობაჲ მის მშჳდობისა სახე არს, ამისთჳს ჯერ-არს დიდითა გულსმოდგინები-თა შეწყნარებაჲ. უკუეთუ რომელმან არა შეიწყნარნეს მახარებელნი იგი მშჳდობისანი სახედ თჳსა და არა გამოზარდნეს, ესოდენისა სასჯელისა ღირს არს, რომელი არცა თუ სმენასა თავს-იდებდეს მშჳდობისასა, ვითარ მიეცეს მას მშჳდობაჲ? აჰა ესერა, მორწმუნეო, შენთჳს აღვალს მღდელი საკურ-თხეველსა, შენთჳს შესწირავს ვედრებასა, შენ მოგცემს მშჳდობასა, ვითარ უკუე ესრეთ უდებ ხარ სმენად? მშჳდობისა სახლი მორწმუნეთაჲ ზოგადი არს წმიდაჲ ეკლესიაჲ; შევლენ მორწმუნენი და მერმე მღდელთმოძღუარი ანუ მღდელი მი...