მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 54:13

12. და აღვაშენნე გოდოლი შენი იასპითა და ბჭეთა შენთა ქვანი ბროლისანი და ზღუდენი შენი ქვითა რჩეულითა.13. და ყოველნი ძენი შენნი განსწავლულნი ღმრთისანი და მრავალი მშჳდობაჲ შვილთა შენთა.14. და სიმართლისა მიერ აღეშენო, განეყენე უსამართლოსაგან, და არ შეგეშინოს, და ძრწოლა არ მიგეახლოს შენ.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 54
13. და ყოველნი ძენი შენნი განსწავლულნი ღმრთისანი და მრავალი მშჳდობაჲ შვილთა შენთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღმრთივსწავლული სიყვარული და ხელთა შრომა:

.... და იხილე, რაოდენი ქებით დაუდგინა მათ ღმერთი ამ საქმის მასწავლებლად.

ადამიანისგან სწავლა არ გჭირდებათო, ამბობს. ამასვე ამბობს წინასწარმეტყველიც: „და ყოველნი ძენი შენნი განსწავლულნი ღმრთისანი" (). რადგან, ამბობს: „თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს" (). რადგან „და რამეთუ ჰყოფთცა მას ყოველთა მიმართ ძმათა, რომელნი არიან ყოველსა მაკედონიასა" (), და სხვათა ყველას მიმართაცო, ამბობს. ეს სიტყვები ძალზე შემარცხვენელია და იმ საქმის აღსასრულებლად უბიძგებს. და უბრალოდ კი არ ვამბობ, რომ ღმრთივ სწავლულნი ხართ, არამედ ვიცი იმ საქმეებიდან, რასაც აკეთებთ. და ამის გამო მრავალი მოწმობა მისცა მათ. შემდეგ ამბობს: „ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა" (...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ღაცათუ დიდთა სასწაულთა იქმოდის, მადლი ქრისტესი იქმს ყოველსავე; და რომელ-იგი ყოველთა ზედა მიიწია მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ, მისი საქმე არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და შუამდგომელ იქმნა ღმრთისა და კაცთა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იყვნენ ყოველნი ღმრთივსწავლულ“. ; აწ უკუე სანატრელ არს ჭეშმარიტად და თაყუანისსაცემელ ცხოელსმყოფელი ჯუარი ქრისტესი, რომლისა მიერ სიკუდილი განქარდა, და ეშმაკი მოიკლა, და ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა.

დიდებაჲ შენდა, სიტყუაო ღმრთისაო, ღმერთო ჭეშმარიტო, სიბრძნეო და ძალო მამისაო, რომელმან მრავალღონე იგი მძლავრი შეჰმუსრე და ამპარტავანი იგი ქედი მისი დაჰკაფე და მოგუეც ძალი დათრგუნვად მისა.

კაცთმოყუარეო და სახიერო მეუფეო, შენ ტყუეობისაგან გჳჴსნენ ჩუენ და მონებისაგან ცოდვისა განგუათავისუფლენ სიკუდილითა შენითა.

მშჳდობისმყოფელო, მოწყალეო, ძეო ღმრთისაო ჭეშმარიტო, შენ შვილ ღმრთისა გუყვენ ჩუენ და დამაგენ მამასა შენსა, რამეთუ მტერობაჲ იგი ჴორცითა შენითა განაქარვე.

მდიდარო მაცხოვარო, მეუფეო ტკბილო, შენ დაჰგლახაკენ ჩუენთჳს, რაჲთა სიგლახაკითა შენითა ჩუენ განვმდიდრდეთ, და სასუფეველი მოგუანიჭე ჩუენ.

დამბადებელო ყოველთაო, სიტყუაო მამისაო, შენ მეორედ დამბადენ ჩუენ და განმაახლენ დაძუელე...

სრულად ნახვა