მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 7:9

8. არამედ თავი არამისსა - დამასკოჲ და თავი დამასკოსა - რაასინ, არამედ სამეოცთადახუთთა წელიწადთა ზე მოაკლდეს მეფობა ეფრემისი ერისაგან.9. და თავ ეფრემისსა სომორონ და თავ სომორონისსა - ძე რომაელისი, და უკეთუ არა ირწმუნოთ, არცა გულისხმა-ჰყოთ.10. და შესძინა უფალმან სიტყვად აქაზისსა მეტყუელმან:
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 7
9. და თავ ეფრემისსა სომორონ და თავ სომორონისსა - ძე რომაელისი, და უკეთუ არა ირწმუნოთ, არცა გულისხმა-ჰყოთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).:

...(შდრ. დაბ. 34,25)

ხოლო კეთილ არს პირველად თქუმად, თუ ვინაჲ იქმნნეს სამარიტელნი, რამეთუ ყოველსა მას ადგილსა სამარიაჲ ეწოდებოდა. ვინაჲ უკუე მოიღეს სახელი იგი? პირველ ეწოდებოდა მთასა მას სომორ მომგებელისაგან მისისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვი-თარმედ: „და თავ სომორისა ეფრემ“, არამედ მკჳდრთა მის მთისათა არა სამარიტელ, არამედ ისრაიტელ ეწოდებოდა. ხოლო ვითარცა გარდაჴდეს ჟამნი რაოდენნიმე, შესცოდეს მათ ღმერთსა, და იქმნა რაჲ ასურასტანს მეფედ ფაკეე, აღმოვიდა თელლამასარ და გამოიხუნა ქალაქნი მრავალნი ჰურიათანი, და ებრძოლა იგი ილას და მოკლა იგი, და მის წილ მისცა მეფობაჲ ოსიეს. და მერმე კუალად მის ზედა მოვიდა სალმანასარ და გამოიხუნა სხუანი ქალაქნი და ყვნა იგინი ხარკისმიმცემელ, და იყო მუნ მთავრად. უკუანაჲსკნელ გარდავარდა მთავრობისაგან და მივიდა ჰინდოთა თანა. ცნა ესე ასურასტანელმან, ვითარმედ სალმანასარ გარდააგდეს, აღმოვიდა მათა და მრავალნი მოსრნა და არღა შეუნდო მუნ ჯდომად იჭჳსა მისთჳს განდგომილებისა მათისა, არამედ იგინი შთაიყვანნა ბაბილონს და მიდეთს, და მუნით აღმოიყვანნა მრავალთაგან ნათესავთა ერნი და დაამკჳდრნა მთასა მას სომორს, რაჲთა არღარა აქუნდეს შიში განდგომილებისაჲ.

ესე რაჲ იქმნა, ენება ღმერთსა, რაჲთამცა გა...

სრულად ნახვა