...ა ყოვლისავე წინაწარმეცნიერებაჲ სულისა მიერ წმიდისა, რამეთუ ესეცა უკეთური გულისსიტყუაჲ ჰურიათაჲ და შფოთი გულისა მათისაჲ შობისათჳს ქრისტესისა, და ვითარ ძნელად აღუჩნდა მათ, პირველითგანვე ცნო სულითა ესაია, ამისთჳსცა იტყოდა: „ინებონ, უკუეთუმცა იყვნეს ცეცხლით შემწუარ, რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენდა, და ძე მოგუეცა ჩუენ“.
ჯერ-იყო უბადრუკთა მათდა სიხარული ფრიადი, რამეთუ იშვა მათ შორის მეუფე იგი სახიერი და სპარსნი მოიყვანნა თაყუანის-ცემად მისა. და მისგან გულისჴმა-ყვესმცა და თქუეს, ვითარმედ: ყოველნი დამორჩილებად არიან ჩუენისა ამის მეუფისა, და არღარა მაქუნდეს შიში ტყუეობისაჲ, არამედ ჩუენ ვიყვნეთ უფალ სხუათა წარმართთა; რამეთუ უკუეთუ აწ ოდენ შობილისა ამისგან ესრეთ ძრწიან, უკუეთუ აღიზარდოს, მაშინ უმეტესად ძრწოდინ ყოველნი მისგან, და ვიქმნეთ ჩუენ უბრწყინვალეს ყოველთა ნა-თესავთა. არამედ არარაჲ ესევითარი გულისჴმა-ყვეს, არცა განიფრთხვეს უკეთურებისაგან თჳსისა, რამეთუ დიდ იყო დაჴსნილობაჲ მათი და შური, რომლისათჳსცა არა ენება ყოვლადვე შობაჲ იგი ქრისტესი უმადლოთა მათ და უგულისჴმოთა.
სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ
ხოლო ჩუენ, საყუარელნო, ორივე ესე ვნებაჲ დაჴს...