...ს მიერ აყუედრებს იერუსალჱმს და იტყჳს: „გიხილე შენ შებღალული სისხლითა და განგბანე შენ და საცხებელი სიწმიდისაჲ გცხე შენ; და იქმენ სახელოან შუენიერებითა შენითა. და მერმე ისიძვე გარემოჲს შენსა მყოფთა წარმართთა თანა და იქმენ თავისა შენისა კერპნი. ამისთჳს შური ვიგო შენგან შურის-გებითა დიდითა“.
საცნაურ არს უკუე, ვითარმედ დიდ არს უმადლოთა ზედა და შეუგონებელთა რისხვაჲ და სატანჯველი. ამისთჳს ვეკრძალნეთ, ძმანო, ნუუკუე ჩუენ ზედაცა ეგრეთვე იქმნას. რამეთუ ფრიად სულგრძელ მექმნა ჩუენ ღმერთი და აწცა სულგრძელ არს დღითი-დღედთა მათ ცოდვათა ჩუენთა ზედა. არამედ შევიგონოთ და მოვიქცეთ სინანულად, ნუუკუე გარდაიქცეს სულგრძელებაჲ მისი რისხვად, ოდეს იხილოს უკურნებელობაჲ ჩუენი, ვითარცა-იგი შეემთხჳა ფარაოს. მას უკუეთუმცა შეენანა მრავალსა მას სულგრძელებასა ზედა ღმრთისასა, არამცა ეხილვა რისხვაჲ იგი უკუანაჲსკნელი. ხოლო ვინაჲთგან ყოველივე იგი სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ მიზეზად უმეტესისა სიფიცხისა ქმნა მან, ამისთჳს ყოვლითურთ მჴედრებით მისით დაინთქა ზღუასა მეწამულსა.
გუეშინოდენ ჩუენცა, რამეთუ არიან მრავალნი ჩუენ შორის მსგავსად მისა უნანელნი და გულფიცხელნი, მაჭირვებელნი გლახაკთანი და მოყუარენი თიჴისა და ალიზისანი, რომელ-იგი არიან საქმენი ცოდვისანი. გა...