...მაგრამ ქონება ხომ მოიპოვება კიდეც და იკარგება კიდეც, და აქვე რჩება. ან მტერთაგან შეთქმულებები და ცილისწამებები? მაგრამ ამით ჩვენ კი არ გვადგება ზიანი, არამედ მათ, ვინც ეს ჩაიდინა; რადგან წერილი ამბობს: „სული მცოდველი იგი მოკუდეს" ().
ხოლო ცოდვა ჩაიდინა არა ბოროტის დამთმენმა, არამედ ბოროტის მოქმედმა. ამიტომ მკვდარს კი არ უნდა მიაგო სამაგიერო, არამედ უნდა ილოცო მისთვის, რათა დაიხსნა იგი სიკვდილისაგან. განა არ ხედავთ ფუტკარს, რომ ნესტრის ჩაცემისას თვითონვე კვდება? ამ არსების მაგალითით ღმერთი გვასწავლის, რომ არ დავამწუხროთ მოყვასი; რადგან პირველნი თავად ჩვენვე ვიღებთ სიკვდილს. რადგან მათ, ვისაც ვგესლავთ, ალბათ მხოლოდ მცირე ხნით ვამწუხრებთ; თავად კი ვეღარ ვიცოცხლებთ, ისევე, როგორც ის არსება. თუმცა წერილი აქებს მას და ამბობს: **„ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე, ვითარ-იგი მოქმედ არს და ნაშრომი იგი მისი ვითარ კეთილად ქმნის, რომლისა ნაშრომსა...