...10) მათთჳსვე ღაღადებს ეზეკიელ და იტყჳს: „იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა: ძეო კაცისაო, წინაჲსწარმეტყუელებდ მწყემსთა მიმართ ისრაჱლისათა და არქუ მათ: ჵ მწყემსთა მაგათ ისრაჱლისათა, ვითარ განიბნინეს ცხოარნი ჩემნი, რამეთუ არა იყო მწყემსი, და იქმნეს იგინი შესაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა“, და შემდგომი ამისი, რაჲ-იგი თქუა ყოფად მწყემსთა მათთჳს ბოროტთა, ვითარცა სცნათ, რომელთაცა აღმოიკითხოთ წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი.
ამისთჳს, იხილა რაჲ უფალმან, ვითარმედ მწყემსნი იგი საქმესა მგელ-თასა იქმოდეს და ერი იგი დამაშურალ იყვნეს სულითა და დაცჳვნებულ ბოროტთა საქმეთა შინა, შეეწყალნეს იგინი სახიერსა მას და მოწყალესა და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ“. ვითარცა-იგი იოვანეს თავსა შინა წერილ არს, ვითარმედ: „მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით“; ეგრეთვე აქა სამკალი თქუა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: არა თესვად წარგავლენ, არამედ მკად. ხოლო ამათ სიტყუათა ეტყოდა დამდაბლებისათჳს გონება-თა მათთაჲსა და რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ უმეტესი შრომაჲ გარდასრულ არს, რამეთუ უმეტეს არს შრომაჲ თესვის...