მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 34:2

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:2. ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მწყემსთა ზედა ისრაჱლისათა, წინაწარმეტყუელებდ და არქუ მწყემსთა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი. ჵ, მწყემსნო ისრაჱლისანო, ნუ აძოებენა მწყემსნი თავთა თჳსთა, არა ცხოვართა აძოებენა მწყემსნი?3. აჰა, სძესა შესჭამთ და მატყლთა შეიმოსთ და პოხილთა დაჰკლავთ, ცხოვართა ჩემთა არა აძოებთ.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 34
2. ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მწყემსთა ზედა ისრაჱლისათა, წინაწარმეტყუელებდ და არქუ მწყემსთა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი. ჵ, მწყემსნო ისრაჱლისანო, ნუ აძოებენა მწყემსნი თავთა თჳსთა, არა ცხოვართა აძოებენა მწყემსნი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მოძღვრისათვის ლოცვა და სიტყვის გავრცელება:

...თანადგომასა და დახმარებას. თუ ჩვენი საქმე კეთილად წარემართება, თქვენიც უფრო ბრწყინვალე იქნება; თუ ჩვენთან მოძღვრების ნაკადი უხვად მოვა, სიმდიდრე თქვენამდე გადავა. ისმინე წინასწარმეტყველის სიტყვა: „ნუ აძოებენა მწყემსნი თავთა თჳსთა," (). ხედავ პავლეს, რომელიც განუწყვეტლივ ეძიებს ამ ლოცვებს? გესმის, რომ პეტრე ასე გამოიხსნა საპყრობილიდან, რადგან მისთვის გულმოდგინე ლოცვა აღევლინებოდა? ფრიად მწამს, რომ თქვენს ლოცვას მრავალი რამის ძალა ექნება, როცა ესოდენი თანხმობით აღევლინება.

როგორ ფიქრობთ, რაოდენ აღემატება ჩვენს სიმცირეს ესოდენი ხალხისთვის ღმერთთან მიახლება და ვედრება? რამეთუ თუ თვით მე საკუთარი თავისთვის ვედრების კადნიერება არ მაქვს, მით უმეტეს არ მექნება სხვებისთვის. რამეთუ ეს კეთილად წარმოჩენილთა საქმეა: სხვებისთვისაც სთხოვონ ღმერთს მოწყალე გახდომა, მათ, ვინც ღმერთი თავისი თავის მიმართ კეთილგანწყობილად გახადა; ხოლო ვინც თვითონვე დაბრ...

სრულად ნახვა