მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 18:7

6. უკუეთუ ვითარცა მეკეცესა ამას ვერ ძალ-მიც ქმნად თქუენდა, სახლო, ისრაილისაო? აჰა, ვითარცა თიჴაჲ ჴელსა შინა მეკეცისასა, ეგრეთ თქუენ ხართ ჴელთა შინა ჩემთა, სახლო ისრაილისაო!7. აღსასრული ვთქუა ნათესავსა ზედა, ანუ მეფობასა მოსპოლვაჲ მათდა და წარწყმედად.8. და მოაქციოს ნათესავმან უკეთურებათაგან მათთა და შევინანო ბოროტთათჳს, რომელთა ვსიტყუევდ ყოფად მათდა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 18
7. აღსასრული ვთქუა ნათესავსა ზედა, ანუ მეფობასა მოსპოლვაჲ მათდა და წარწყმედად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის სულგრძელობა და ვადის შემოკლება:

...დროს, მაგრამ ხედავს, რომ ადამიანები უღირსნი გახდნენ, მაშინ თავის აღთქმებს აუქმებს. ამიტომაც თქვა წინასწარმეტყველის მეშვეობით: „აღსასრული ვთქუა ნათესავსა ზედა, ანუ მეფობასა მოსპოლვაჲ მათდა და წარწყმედად... და მოაქციოს ნათესავმან უკეთურებათაგან მათთა და შევინანო ბოროტთათჳს, რომელთა ვსიტყუევდ ყოფად მათდა" (), და კიდევ: „დასასრული ვთქუა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა აღშენებად... და ბოროტი ქმნენ წინაშე ჩემსა..., და შევინანო კეთილთათჳს, რომელნი ვთქუენ ქმნად მათდა" (). ხედავ, როგორ ჩვენგან იღებს საბაბს იმისთვის, რომ წყალობა ან რისხვა გვიჩვენოს? ამიტომაც ახლა, რადგან (ნოეს თანამედროვეებმა) დროის გახანგრძლივება ჯეროვნად ვერ გამოიყენეს, ვადა შეუმოკლა. სწორედ ამიტომ ნეტარი პავლეც უგრძნობ ადამიანებს, რომლებიც სინანულით ბოძებულ ცხონებას უარყოფდნენ, ეუბნებოდა: „ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ? ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა" (...

სრულად ნახვა