...ოს ნათესავმან უკეთურებათაგან მათთა და შევინანო ბოროტთათჳს, რომელთა ვსიტყუევდ ყოფად მათდა"** (), და კიდევ: „დასასრული ვთქუა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა აღშენებად... და ბოროტი ქმნენ წინაშე ჩემსა..., და შევინანო კეთილთათჳს, რომელნი ვთქუენ ქმნად მათდა" (). ხედავ, როგორ ჩვენგან იღებს საბაბს იმისთვის, რომ წყალობა ან რისხვა გვიჩვენოს? ამიტომაც ახლა, რადგან (ნოეს თანამედროვეებმა) დროის გახანგრძლივება ჯეროვნად ვერ გამოიყენეს, ვადა შეუმოკლა. სწორედ ამიტომ ნეტარი პავლეც უგრძნობ ადამიანებს, რომლებიც სინანულით ბოძებულ ცხონებას უარყოფდნენ, ეუბნებოდა: „ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ? ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა" (). ხედავ, როგორ ამ საკვირველმა მსოფლიოს მოძღვარმა ნათლად გვაჩვენა, რომ ისინი, ვინც ღვთის სულგრძელობას, სინანულისთვის ბოძებულს, ჯეროვნად არ იყენებენ, უფრო დიდ მსჯავრსა და სასჯელს იმსახურებენ?...
წინასწარმეტყველება იერემიასი 18:9
8. და მოაქციოს ნათესავმან უკეთურებათაგან მათთა და შევინანო ბოროტთათჳს, რომელთა ვსიტყუევდ ყოფად მათდა.9. დასასრული ვთქუა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა აღშენებად10. და დანერგვად, და ბოროტი ქმნენ წინაშე ჩემსა არსმენად ჴმისა ჩემისა, და შევინანო კეთილთათჳს, რომელნი ვთქუენ ქმნად მათდა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 18