...ებანი მათნი. ხოლო მე, ვითარცა კრავმან უმანკომან, მიგურასა ჩემსა დაკლვად არა ვაგრძენ. ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი კაცთა მათ ზედა, მეძიებელთა სულისა ჩემისათა: აჰა ესერა მე ძიება-ვყო მათ ზედა: ჭაბუკნი მათნი მახჳლითა მოისრნენ, და ძენი და ასულნი მათნი აღესრულნენ სიყმილითა, და არღარა იყოს მათა ნეშტ, არცა ლხინება“. ; (11,18,19,21-23)
და რასაღა ვიტყოდი, რამეთუ დამაკლებს მე ჟამი მითხრობად თი-თოეულად ჴმათა მათ საწინაჲსწარმეტყუელოთა, ვითარ მოასწავებდეს, რაჲ-იგი შემთხუევად იყო უფლისადა, და ვითარ თითოეულმან აღწერნა შეჩუენებანი ქრისტეს მკლველთა მათ ჰურიათანი, ვითარცა ღაღადებს ნეტარი დავით და იტყჳს: „ყუედრებაჲ დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკებაჲ; და ველოდე მე თანამჭუვარსა, და არავინ იყო; ნუგეშინისმცემელ ჩემდა, და მე არა ვპოე. მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი. ექმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საბრჴე, მისაგებელ და საცთურ. დაუბნელდენ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე. მიჰფინე მათ ზედა რისხვაჲ შენი, და გულისწყრომაჲ რისხვისა შენისაჲ ეწიენ მათ. იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელსა მათსა ნუ იყოფინ მკჳდრი; რამეთუ რომელსა შენ სცხე, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შე...