...ას? როგორ ჯერ კიდევ არ მოსწყინდათ უკეთურება და, ღორებივით ტალახში, თავის ურჯულოებებში ჩაეფლო? თუ გადაწყვეტილი ჰქონდათ მოქცევა, განა მუდმივი შეგონებანი არ ესმოდათ? განა არ მოვუხმობდი მე მათ წინასწარმეტყველთა მეშვეობით და ვამბობდი: „და ვარქუ შემდგომად სიძვისა მისისა ამათ ყოველთასა: ჩემდა მოაქციე, და არ მოაქცია" ()? განა მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ ბოროტებას მოშორდეს და ბოროტების კეთება შეწყვიტოს? განა ვითხოვ წინანდელი საქმეებისთვის ანგარიშს; განა, როგორც კი დავინახავ, რომ ხალხს სინანული სურს, ვეძებ ანგარიშს? განა ყოველ დღე არ მოვუხმობ და ვამბობ: „არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი" ()? განა ყველაფერს არ იმ მიზნით ვაკეთებ, რომ ცთომილებით გარყვნილნი დაღუპვისგან ვიხსნა? განა ვყოვნებ, როცა მათ მოქცევას ვხედავ? განა არ ვთქვი: „მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ" ()? განა თავად ისინი ისე ეძიებენ თავიანთ ცხონებას, როგორც მე ვზრუნავ, რომ ყველა ადამიანი ცხონდეს და „მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა" მოვიდეს ()? განა იმისთვის გამოვიყვანე შე...
წინასწარმეტყველება იერემიასი 3:7
6. და თქუა უფალმან ჩემდამო დღეთა შინა იოსია მეფისათა: იხილენ, რომელნი მიყვნა მე სახლიერობამან ისრაილისამან. წარვიდა ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა ვარჯოანსა, და ისიძვა მუნ.7. და ვარქუ შემდგომად სიძვისა მისისა ამათ ყოველთასა: ჩემდა მოაქციე, და არ მოაქცია. და იხილა უზაობაჲ მისი უზავომან იუდა.8. და ვიხილე, რამეთუ ყოველთათჳს, რომელთა დატევებულ იქმნა, რომელთა შინა იმრუშებდა სახლობაჲ ისრაილისა, და განვავლინე იგი, და მივეც მას წიგნი განტევებისა ჴელთა ზედა მისთა. და არა შეშინდა უზავი იუდა, დაჲ მისი, და წარვიდა და ისიძვა მანცა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 3