...ფოსა და სა-შოალსა გზასა ვიდოდა მათისა ცხორებისათჳს. გარნა იგინი მიემსგავსნენ მჴეცსა ველურსა, ორკერძოვე შემფრთხალსა. ამისთჳსცა ორსავე წინა აღუდგებოდეს, რაჲთა არა მიიღონ ყოვლადვე კურნებაჲ, და აღესრულოს მათ ზედა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ვჰკურნებდით ბაბილონსა, და არა განიკურნა“; რომლისათჳსცა იტყჳს უფალი: „მსგავს არს ნათესავი ესე ყრმათა, რომელნი სხენედ უბან-თა და მოუწესდ მოყუასთა თჳსთა და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით, და არა ეტყებდით“. ესე უკუე სიტყუაჲ ამას ნათესავსა ზედა აღესრულების.
„გისტჳნევდით, და არა ჰროკევდით“. ესე იგი არს, წინაგიყავ თქუენ მოქალაქობაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ, რაჲთამცა სიხარულით შემომიდეგით, და არა გრწმენა. „გიგოდებდით, და არა ეტყებდით“. ესე იგი არს, ვი-თარმედ: იოვანე გიჩუენა ცხორებაჲ ფიცხელი და მოღუაწებაჲ უნუგეშინისცემოჲ, და არავე მიხედენით, არცა გრწმენა. ხოლო არა თქუა, თუ: მე ესე გიჩუენე და მან - იგი, არამედ ვინაჲთგან ორთავე საქმე ერთი იყო, დაღაცათუ სახე წინააღმდგომ იყო, ამისთჳს ერთად და ვითარცა ზოგად ქმნილსა იტყჳს, რამეთუ ორივე ესე წესი საქმეთაჲ მათისა სარგებელისათჳს ქმნეს, რაჲთა არღარაჲ აქუნდეს მიზეზი. ამისთჳსცა შესძინა და თქუა: