მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება მალაქიასი 2:13

12. მოსპობს უფალი კაცსა მოქმედსა ამათსა. ვიდრემდის დამდაბლდესცა კარვებთაგან იაკობისათა და შემწირველთაგან მსხუერპლსა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა,13. და ამათ, რომელნი მძულდეს, ჰყოფდით. დაჰფარეთ ცრემლითა მსხუერპლისსაცავი ჩემი და ტირილითა და სულთქმითა შრომათაგან, რამეთუ ღირს არს მიხედვა მსხუერპლისა მიმართ ანუ მიღებად მისათუალველი ჴელთაგან თქუენთა.14. და სთქუ: რაჲთა უფლისათჳს გელმა შორის შენსა და შორის ცოლისა სიჭაბუკისა შენისაჲსა, რაჲთ დაუტევე და ესე ზიარი შენი და ცოლი აღთქმისა შენისაჲ?
წინასწარმეტყველება მალაქიასი თავი 2
13. და ამათ, რომელნი მძულდეს, ჰყოფდით. დაჰფარეთ ცრემლითა მსხუერპლისსაცავი ჩემი და ტირილითა და სულთქმითა შრომათაგან, რამეთუ ღირს არს მიხედვა მსხუერპლისა მიმართ ანუ მიღებად მისათუალველი ჴელთაგან თქუენთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პჱ მოწყალებისათჳს:

...ურიათა შეჰგვანან, არა ქრისტეანეთა. არამედ არიან აწცა ვიეთნიმე, რომელნი ბევრეულსა მოიტაცებენ და მოიხუეჭენ, და უკუეთუ ათი, გინა ოცი, ანუ თუ ასი დრაჰკანი მისცენ გლახაკთა, ჰგონებენ, თუ შენდობილ არიან ბრალნი მათნი; რომელთათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „დაჰფარვიდეს ცრემლითა გლახაკთაჲთა საკურთხეველსა ჩემსა“. არა ჰნებავს ქრისტესა მიღებად ქველისსაქმე ანგაჰრებისაგან. უკუეთუ ესევითარითა სახითა და ესევითართა გზათაგან მიუპყრა მას საზრდელი ანუ საფასე, საძაგელ არს ესე მის წინაშე. უმჯობეს არს ყოვლადვე არამიცემაჲ ქველისსაქმისაჲ, ვიდრე ესევითართა საუნჯეთაგან მიცემაჲ. რამეთუ რაჲ სარგებელ არს სხუათაგან აღებაჲ და სხუათადა მიცემაჲ? უკუეთუ იხილნე ორნი ვინმე, ერთი შიშუელი და ერთი მოსილი, და აღსძუარცო მოსილსა მას და შეჰმოსო შიშუელი იგი, არა ცოდვისა თანამდებ ხარა? ჰე, ჭეშმარიტად ტაცება ეწოდების და ავაზაკება საქმესა ამას.

აწ უკუეთუ რომელი-იგი აღიღე და სხუასა მიეც, ტაცებად შეგერაცხა, ოდეს მეასედი სადმე მონახუეჭისაჲ მისცე გლახაკთა, ქველისსაქმედ უწოდა საქმესა მას? დიდისა სატანჯველისა ღირს არს ესე გულისსიტყუაჲ. ძუელსა შჯულსა შინა უკუეთუ ვინ მკელობელი ანუ ბრმაჲ პირუტყჳ მიიყვანის შესაწირავად, საბრალობელ არნ; და მპარავმან უკუეთუ მისცის უფალსა მის საქმისასა,...

სრულად ნახვა