მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება მიქიასი 6:4

3. ერო ჩემო, რაჲ გიყავ შენ, ანუ რაჲთა შეგაწუხე შენ, ანუ რაჲთა აღგაშფოთე შენ? მომიგე მე4. მით, რამეთუ აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ, და განვავლინენ წინაშე პირსა შენსა მოსე და აჰრონ და მარიამი.5. ერო ჩემო, მოიჴსენე, რაჲ იზრახა ძჳნად შენდა ბალაკ, მეფემან მოაბისმან და რაჲ-იგი მიუგო მას ბალაამ, ძემან ბეორისამან, საზომელთაჲთგან ვიდრე ბალგალამდე, რათა საცნაურ იქმნეს სიმართლე უფლისაჲ
წინასწარმეტყველება მიქიასი თავი 6
4. მით, რამეთუ აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ, და განვავლინენ წინაშე პირსა შენსა მოსე და აჰრონ და მარიამი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქმნილების ზნეობრივი სწავლება და მადლიერება:

...ომორრაჲ“** (); „და დაგცენ თქუენ ჴურვებისა მიერ და გჳნისა მიერ“ (). და კვლავ სხვა წინასწარმეტყველის პირით: „აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ“ (); ასე სასჯელებსაც კეთილისყოფათა რიგში აქცევდა. ასევეა ესენიც; რადგან ესენიც კეთილს გვიყოფენ, გვასწორებენ, გვასწავლიან, გვწვრთნიან და ბოროტებას ძირიანად კვეთენ.

ადამიანები ზოგს კეთილისყოფით აკეთებენ, ზოგს კი სიძულვილითა და ზურგშექცევით; ღმერთი კი ყველაფერს სიყვარულით აკეთებს: კეთილისმყოფელი იყო, როცა სამოთხეში დასვა, და კვლავ კეთილისმყოფელი იყო, როცა სამოთხიდან განდევნა; კეთილისმყოფელი იყო, როცა წარღვნა მოავლინა, და კეთილისმყოფელი იყო, როცა სოდომელთა ის ცეცხლი ჩამოიტანა. და რაც კი ვინმემ მომხდართაგან დაასახელოს, თითოეულს იგი კეთილისყოფად აქცევს. კეთილისმყოფელმა გეენითაც დაგვემუქრა; და როგორც მამები შვილებისთვის მამებად რჩებიან არა მხოლოდ მაშინ, როცა კურნავენ, არამედ მაშინაც, როც...

სრულად ნახვა