...ჳმონ მას ზედა წჳმაჲ; რამე-თუ სავენაჴე უფლისა საბაოთისი სახლი ისრაჱლისაჲ არს“. და კუალად სხუაჲ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „რაჲ ბრალობაჲ პოეს ჩემ თანა მამათა თქუენთა? ერო ჩემო, რაჲ გავნე შენ, ანუ რაჲ შეგაწუხე შენ?“ ;
ეგრეთვესახედ აწ თავადმან მათითავე პირითა ათქუმია სასჯელი მა-თი და თჳსითა ბრძანებითა დაამტკიცა და წინაჲსწარმეტყუელებაჲ დავი-თისი წინაუყო. ამას ყოველსა ზედა არა ჯერ-იყოა სინანული და თაყუანის-ცემაჲ სახიერისაჲ მის? გარნა იგინი უძჳრესისა მიმართ წარემატებოდეს, ვითარცა ამისა შემდგომად ჰრქუა მათ ნეტარმან სტეფანე: „გულფიცხელნო და ქედფიცხელნო და წინადაუცუეთელნო გულითა და სასმენელითაო, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინააღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეთცა თქუენ. რომელნი-მე წინაჲსწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას წმიდისა და მართლისასა, რომლისაცა თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით“. იხილე უკუე აწცა ესევითარი იგი უკეთური გონებაჲ მათი, რამეთუ იტყჳს მახარებელი: